TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 199

Page of edition: 201 

Line of edition: 1 
   <აქა სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასალ ზე საომრად,
Line of edition: 2 
   და ვახტანგისგან სპარსთა მეფის შვილის ბარტამის მოკლვა>
Line of edition: 3 
   და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა / ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე,
Line of edition: 4 
   და ველის-ციხე. და ვითარ-ცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო
Line of edition: 5 
   სპანი ვახტ/ანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა, სადა ჰქჳან დარფაკა.

Line of edition: 6 
   და შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა
Line of edition: 7 
   /ორთა-ვე სპათაგან ურიცხჳ. მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა:
Line of edition: 8 
   "უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს.

Line of edition: 9 
   აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა
Line of edition: 10 
   ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა
Line of edition: 11 
   ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი".

Line of edition: 12 
   რქუა მას პეტრე კათალიკოსმან: "გიხილვან საქმენი, რომელნი არა-ვინ ნათესავთა
Line of edition: 13 
   შენთაგანმან იხილნა, შეწევნანი ქრისტეს-მიერნი. რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან,
Line of edition: 14 
   ვითარმედ მტერი იგი გამომცდელი ჩუენი აცილობს ღმერთსა ჩუენთჳს ვითარ-ცა
Line of edition: 15 
   იობისთჳს; რამეთუ ღმერთი მიუშუებს მოძულებულთა მათ თჳსთა / წარწყმედად, ხოლო
Line of edition: 16 
   შეყუარებულთა თჳსთა განღმრთობად. იყავ შენ, ვითარ-ცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ
Line of edition: 17 
   არა მოჰკუდეთ, მოვკუდეთ". და ამით სიტყჳთა ამხილა, / ვითარმედ წყობასა მას
Line of edition: 18 
   არა დარჩეს, და რქუა: "არა-ხოლო-თუ ქართლი მიეცეს განსარყუნელად, / არამედ
Line of edition: 19 
   იერუსალემი-ცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა".

Line of edition: 20 
   და რქუა მეფემან: "დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელი რაბატსა
Line of edition: 21 
   შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.