TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 200

Page of edition: 202 

Line of edition: 1 
   იძლივნენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით". და ყო
Line of edition: 2 
   ეგრე კათალიკოსმან. ხოლო ეპისკოპოსნი ყოველნი წმიდანი მუნ შეკრბეს.

Line of edition: 3 
   და იყო ლაშქარი ვახტანგისი ორას ორმოცი ათასი, ხოლო სპარსთა - შჳდას
Line of edition: 4 
   ორმოცი ათასი. და განყო ვახტანგ ლაშქარი მისი სამად: და კლდით კერძო მოავლინა
Line of edition: 5 
   ქუეითი; და ერთ-კერძო მოავლინნა პატიახშნი და სპასპეტი; და სადათ სპარსთა მეფე
Line of edition: 6 
   იყო, მუნით თჳთ მივიდა ვახტანგ ვითარ ასი ათასითა სპითა.

Line of edition: 7 
   ღამესა ნისლისაგან განცისკრებულსა ოდენ დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და
Line of edition: 8 
   რქუა ყოველსა ერსა მისსა: "ყოველი კაცი, რო/მელი დარჩეს სიკუდილისაგან
Line of edition: 9 
   / და მტერთა ჩუენთაგანისა თავი ანუ ჴელი არა გამოიტანოს, ჩუენ მიერ მოკუედინ იგი".

Line of edition: 10 
   და ცისკარი რა აღეღებოდა, დაესხა და შევლო ვიდრე პალატამდე მეფისა. შევიდა
Line of edition: 11 
   კარავსა შინა მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე მისი ბარტამ მოკლა და
Line of edition: 12 
   მოჰკუეთა თავი მისი. და მუნ / შინა სპარსმან ვინ-მე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა,
Line of edition: 13 
   და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე. სძლო ვახტანგ სპარსთა მათ, და მოკლა მათგანი
Line of edition: 14 
   ვითარ ას ოცდაათი ათასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკუდა ვითარ ოცდარვა
Line of edition: 15 
   ათასი. და წარმოიღეს ნატყუენავი ცხენი ვითარ ასი ათასი, და სრულიად ვერ იოტნეს
Line of edition: 16 
   სიმრავლისაგან. და აიყარა მუნით სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს. და დამძიმდა
Line of edition: 17 
   წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფირტუად. და წარვიდა უჯარმოს,
Line of edition: 18 
   და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსა-ვე დგენ.

Line of edition: 19 
   ცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოჴრეს ტფილისი
Line of edition: 20 
   და არმაზი ქართლი, ხოლო მცხეთა ვერ დაი/პყრეს გარნა რომელი ზღუდესა
Line of edition: 21 
   გარ/ეგნით იყო, მოაოჴრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგუსა ხერთვისსა იყო.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.