TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 201

Page of edition: 203 

Line of edition: 1 
   ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა, და დაჯდა მეფედ ზენონ,
Line of edition: 2 
   ძე მისი. და გამოვიდა სპერად, გამოსლვად ქართლს. და ვითარ-ცა ცნა სიმძიმე ვახტანგისი,
Line of edition: 3 
   დაადგრა კარნუ-ქალაქსა. და მივიდა მუნ ხუასრო, და შეიბნეს ხუასრო და კეისარი
Line of edition: 4 
   კარნიფორას. და დაიჴოცა ორთაგან-ვე სპათა, რომელ იქმნა სისხლისა მდინარე;
Line of edition: 5 
   და მის მიერ ეწოდა ადგილსა მას კარნიფორა რე-ცა სისხლისა მუცელი. და ვერ
Line of edition: 6 
   სძლეს / ერთმან-ერთსა, რამეთუ სპანი ორთანი-ვე დაიჴოცნეს, და შეიქცა ხუასრო გზასა
Line of edition: 7 
   ქართლისასა.

Line of edition: 8 
   ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა,
Line of edition: 9 
   და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: "მე ესე-რა წარვალ
Line of edition: 10 
   წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა
Line of edition: 11 
   წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზე/და სდგეთ
Line of edition: 12 
   და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება
Line of edition: 13 
   მოიგოთ".

Line of edition: 14 
   და რქუა ყოველთა წარჩინებულ/თა: "თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით
Line of edition: 15 
   კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო,
Line of edition: 16 
   და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა
Line of edition: 17 
   ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ".

Line of edition: 18 
   და რქუა ძესა თჳსსა დაჩის: "შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მიმცემია
Line of edition: 19 
   გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან
Line of edition: 20 
   და წუნდითგან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა,
Line of edition: 21 
   რომელი მოცემულ არს ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, იგი თჳთ ძმათა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.