TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 208

Page of edition: 210 

Line of edition: 1 
   და მოვიდა ღირსი დოდო-ცა, და დაადგრა მის თანა. ამისა შემდგომად წმიდამან წყალნი
Line of edition: 2 
   მწარენი დაატკბნა, რომელნი დიან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, გარემოს ბერთუბნის მონასტრისა,
Line of edition: 3 
   და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა. და შემდგომად წარვიდა წმიდა ქალაქად იერუსალემად,
Line of edition: 4 
   ქვეითად. და სადა იხილვების ბორცვებთაგან, არა თავს-იდვა შთასლვა მუნ. არამედ
Line of edition: 5 
   მუნით მოდრკა და თაყვანის-ცა, და აღიღო სამნი ლოდნი; და შთაისხნა ჩაჴუთა რასა-მე, და
Line of edition: 6 
   წარმოემართა. ამისთჳს პატრიაქმან იხილა ჩუენება, და მალე-მსრბოლნი კაცნი მოსწივეს წმიდასა
Line of edition: 7 
   და ორნი იგი ლოდნი მოუხუნეს, და ერთი მიანიჭეს, რომელი მოვიდა და მოიღო ლოდი
Line of edition: 8 
   იგი, რომლისა სასწაულნი ითქუნეს ანგელოზისა მიერ პატრიაქისა მიმართ, არა მიცემად სამთა
Line of edition: 9 
   ქვათა, არამედ მესამედისა მადლისა წმიდისა ქალაქისა მოღებად აქა უდაბნოდ, ვინათგან სამ-გზის
Line of edition: 10 
   აქა ლოცვა მიესწორების ერთ-გზის იერუსალემსა მისლვასა. ამისსა შემდგომად სული
Line of edition: 11 
   თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი სამყოფსა თჳსსა, გარესჯის მონასტერსა.

Line of edition: 12 
   (რომლისა სასწაულნი და ღუაწლნი მისნი სრულიად სრულსა ცხოვრებასა მისსა
Line of edition: 13 
   შინა წერილ არიან. ხოლო ამის წმიდისა მამის დავითის სიცოცხ[ლ]ესა-ვე შინა მოვიდა მამა
Line of edition: 14 
   წმიდა დოდო კახეთით, და მის-ვე მამის წმიდისა განვიდა მიერ უდაბნოდ და დ[ა]ემკჳდრა მუნ,
Line of edition: 15 
   და აღაშენა მონასტერი ფრიად დიდი, რომელსა შინა მრავალნი ღუაწლნი და შრომანი აღასრულნა. რომლისა
Line of edition: 16 
   სასწაულსა და ცხოვრებასა და ღუაწლსა მოგჳთხრობს ცხოვრება მისი. და
Line of edition: 17 
   ამისა შემდგომად სული თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი საყოფელსა
Line of edition: 18 
   თჳსსა-ვე).

Line of edition: 19 
   იყო წმიდა მამა შიო ქალაქით ანტიოქიით, სიჩჩოთგან დამტევებული სოფლისა და დამოწაფებული
Line of edition: 20 
   მამისა იოვანესი: ვინათგან წარმოვიდა ქართლად წმიდა იოვანე, წინაძღომითა
Line of edition: 21 
   საღმრთოთა სულისათა, არა უგულებელს-ყო სულიერი მამა თჳსი, და მის თანა-ვე წარმოვიდა
Line of edition: 22 
   ღირსი შიო. მოსრულმან ქართლს, ქალაქსა მცხეთას, მყუდროებისა და მარტო-მყოფობისა მოსურნე
Line of edition: 23 
   იყო. ითხოვა შენდობა კათალიკოსისა და მამისა იოვანესგან, და წარვიდა წმიდა შიო
Line of edition: 24 
   დასავლით-კერძო მცხეთისა, მარჯუენით მდინარესა მტკუარსა, რომელსა ჰქჳან მღჳმე, ღრმათა
Line of edition: 25 
   ჴევთა ფრიადთა; მზის სიცხეთა და ზამთრისა ყინვათა მიერ განიბძარვოდეს ჴორცნი მისნი.

Line of edition: 26 
   პოვა ქვაბი კლდისა გამოკუეთილი, და სიცივისა და სიცხისა ნუგეშინის-იცა მას შინა. ხოლო
Line of edition: 27 
   ვინათგან სახიერმან ღმერთმან არა უგულებელს-ყო / მრავალი ღუაწლი მისი, არამედ ვითარ-ცა
Line of edition: 28 
   ელია ყორნისა მიერ გამოზარდა, ეგრეთ-ვე აქა-ცა დღითი-დღე ტრედისა მიერ საზრდელი მოეღებოდა.

Line of edition: 29 
   ამისა შემდგომად, დღესა ერთსა, ფრინვლითა ნადირობად გამოვიდა კაცი მდიდარი და
Line of edition: 30 
   საჩინო, სახელით ევაგრე. მხოლოდ მდგომი კლდისა თავსა ზედა, ნახა ტრედი მიმქონი საზრდელისა,
Line of edition: 31 
   თვალ-აგნა და განეცჳფრა გონებასა თჳსსა, და კუალად დღესა მეორესა ეგრეთ-ვე
Line of edition: 32 
   ნახა, ვითარ-ცა პირველ, და შეუდგა კუალსა ტრედისასა, ნახა ბერი ვინ-მე მოღუაწე, შეიშურა
Line of edition: 33 
   მოთმინება ბერისა მის და არა უგულებელ-ყო განშორება მისი. რქუა: "მამაო, ღირს მყავ "



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.