TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 207

Page of edition: 209 

Line of edition: 1 
   მაშინ მუნ დაადგრა იოვანე, ღირსი მამა ჩუენი, ერთისა ოდენ მოწაფითა, და მრავალნი
Line of edition: 2 
   წინა-აღმდგომობა და განსაცდელნი მოითმინნეს ეშმაკისა მიერ, და მძლედ გამოჩნდეს მათ ყოველთა
Line of edition: 3 
   ზედა.

Line of edition: 4 
   ამისა შემდგომად მთასა მას ურწყულსა წყარო გემრიელი გამოადინა ღმერთმან ლოცვითა
Line of edition: 5 
   მისითა, რომლისა სმითა და ცხებითა მდაბიურთაგან მრავალნი სნეულნი განიკურნებოდეს.

Line of edition: 6 
   /ამისა შემდგომად დათვი წყაროსა მას ზედა მდგომელი მშჳდითა მოძღურებითა განიოტა;
Line of edition: 7 
   და მიერითგან არღარა-ვის ავნებენ დათვნი მის მთისანი კაცთა ვის-მე, ვიდრე დღეინდელად
Line of edition: 8 
   დღედმდე. ესრეთ განისწავლნეს დათვნი უმწყსნი.

Line of edition: 9 
   მოჰგუარეს მას განრღუეული მრავალჟამეული, და ლოცვითა მისითა მყის განიკურნა.

Line of edition: 10 
   ხოლო სხუა მოიყვანეს კაცი, რომლისა თანა იყო ეშმაკი უტყუებისა: და ილოცა მისთჳს, და
Line of edition: 11 
   მყის დაუტევა ეშმაკმან და ივლტოდა მისგან. და განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა.

Line of edition: 12 
   მრავალთა მისთა სასწაულთაგან მცირედნი ესე წარმოვთქუნი.

Line of edition: 13 
   ოდეს მოიწია განსლვა მისი ჴორცთაგან, მოუწოდა ელია დიაკონსა და სხუათა ვიეთთა
Line of edition: 14 
   მოწაფეთა თჳსთა, ასწავა და განამტკიცნა. და იხილნა ზეცისა მჴედრობანი მოსრულნი მის ზედა,
Line of edition: 15 
   და შევედრა სული თჳსი ჴელთა შინა მათთა და დაიძინა მშჳდობით. შემურეს წმიდა გუამი მისი
Line of edition: 16 
   და მიიღეს საყოფელსა-ვე მას თჳს/სა, სადა იღუაწა მთასა მას-ვე მუნ. ხოლო შემდგომად მიცვალებისა
Line of edition: 17 
   მ/რავალნი სასწაულნი აღესრულნეს, რომელთა სრული ცხოვრება წმიდისა იოვანესი
Line of edition: 18 
   მოგჳთხრობს.

Line of edition: 19 
   წმიდა მამა დავით იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელთა არა მეცნიერ
Line of edition: 20 
   ვართ. ესე დამოწაფებული იოვანეს თანა მოვიდა, და განვიდა გარესჯასა უდაბნოსა, ერთისა
Line of edition: 21 
   ოდენ მოწაფითა, რომლისა სახელი ლუკიანე, რომელთა სიცხენი მზისანი და ნეფხვანი ზამთრისანი
Line of edition: 22 
   ფრიად მრავალნი მოითმინნეს ამისსა შემდგომად, ვითარ-ცა მამა დიდისა ბასილისა,
Line of edition: 23 
   ირემთა მიერ გამოიზარდნეს. რამეთუ სამნი ირემნი ჩუკროსანნი მოვიდიან და მოწველიან, და
Line of edition: 24 
   ხაჭოსა მისსა ჭამდიან; გარნა ოთხშაბათს და პარასკევს არ მოვიდიან. შემდგომად მცირედისა
Line of edition: 25 
   ჟამისა, ერთი ნუკრთაგანი შთანთქა ვეშაპმან მძჳნვარემან, რომელი მკჳდრ იყო ღელესა რომელსა-მე
Line of edition: 26 
   ნაპრალთა კლდისათა, რომელი სიტყჳთა დავითისითა განიდევნა, და ველსა ყარაიისასა
Line of edition: 27 
   მეხის-ტეხითა შეიწვა, და ბუბაქარ დიდებული, კაკაბთა ნადირობასა შინა, შეემთხჳა წმიდასა
Line of edition: 28 
   და ენება მახჳლითა მოკლვა, რომელსა ჴ/ელი განმარტებული შეაჴმო და ვედრებითა მის-ვე
Line of edition: 29 
   წმიდისათა კუალად ეგო, ვითარ-ცა უვნებელი. და ძენი ბუბაქარისნი, საპყარნი, წამსა შინა,
Line of edition: 30 
   ლოცვითა მისითა განკურნა. ხოლო ამის გამო განისმა ჴმა მისი და ფრიად მრავალნი ერნი
Line of edition: 31 
   დაემოწაფნეს, და მრავალნი ჯურღმულნი აღმოკუეთეს.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.