TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 206

Page of edition: 208 

Line of edition: 1 
   {ჩანართი}
Line of edition: 2 
   {სახელები წმიდათა მოწაფეთა : იოვანე ზედაზადენელი, დავით გარესჯელი, სტეფანე
Line of edition: 3 
   ხირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტო-მყოფელი, ისე წილკნელი,
Line of edition: 4 
   თათე სტეფანწმიდელი, შიო მღჳმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ
Line of edition: 5 
   ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ელია დიაკონი. მრავალნი სხუანი-ც დაემოწაფნეს წმიდასა
Line of edition: 6 
   მას მამასა, კაცნი წმიდანი და სულიერნი მამანი დაჰყუნეთ ჟამისათა და შემდგომად ოთხას
Line of edition: 7 
   ოცისა წლისა გამოიკითხა და გამოიძია წმიდამან მამამან ჩუენმან არსენი ქართლისა კათალიკოსმან;
Line of edition: 8 
   რომელი-მე წიგნთაგან აღმოვიკითხეთ და რომელი-მე მათგან სმენილ იყო საქმეთაგან მათთა. და აღვწერეთ
Line of edition: 9 
   ცხოვრება და მოქალაქობა წმიდათა მათ მამათა, საცნობელად ჩუენ მორწმუნეთა
Line of edition: 10 
   და სადიდებლად სამებისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.}
Line of edition: 11 
   {ჩანართი}
Line of edition: 12 
   {და აწ ვიწყოთ შემოკლებით ცხოვრება მათი.

Line of edition: 13 
   იოვანე იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელნი არა უწყით, არამედ მხოლო
Line of edition: 14 
   მამა ზეცისა მშობელად მისა. აღიზარდა და სრულ იქმნა ყოვლითა სწავლითა, და შეიმკო სრულითა
Line of edition: 15 
   სათნოებითა. ამისთჳს მიენიჭნეს მას ღმრთისა მიერ სენთა კურნება, და ეშმაკთა ოტება,
Line of edition: 16 
   რომლისა მიერ მრავალნი სასწაულნი აღესრულებოდეს.

Line of edition: 17 
   ვინათგან მრავალი წყინება ჰქონდა, ამისთჳს მეოტ იქმნა უდაბნოდ, და მუნ დაადგრა.

Line of edition: 18 
   ხოლო მუნ ბრძანება მოიღო ანგელოზისა მიერ, რათა ათორმეტით მოწაფითურთ თჳსით წარვიდეს
Line of edition: 19 
   ქართლად. და მოვიდა მცხეთას, და ბრძანებითა მეფისათა და კურთხევითა კათალიკოსისათა
Line of edition: 20 
   აღვიდა მთასა ზედა ზადენსა, და მუნ დაემკჳდრა დაყუდებით მუნ მთასა ზედა პირველითგან
Line of edition: 21 
   კერპნი აღმართებულ იყვნეს, და მით დამკჳდრებულ იყო მუნ ეშმაკთა სიმრავლე. ხოლო
Line of edition: 22 
   ლოცვითა წმიდისა მამისა იოვანესითა, ყოველი-ვე განიდევნა მთისა მისგან. ხოლო მოწაფენი
Line of edition: 23 
   მისნი წარგზავნა წინაძღომითა სულისა წმიდისათა, რომელი-მე ქართლს და რომელი-მე კახეთს,
Line of edition: 24 
   და რომელი-მე უდაბნოდ გარესჯად.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.