TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 210

Page of edition: 212 

Line of edition: 1 
   იქმნა სადა ღუაწლი აღასრულა და ჩანან საფლავი დღეისით, სასო ქართველთა: წლითი-წლად
Line of edition: 2 
   ნაწილნი აღმოეცენნებიან, მორწმუნეთა განმამჴნობელად, და ურწმუნოთა განმამკჳრებელად:
Line of edition: 3 
   ვიდრე სულიერ-ღა იყო, მრავალი სასწაული / აღასრულა: დიდსა-ცა არაგუთა მდინარე განაპო,
Line of edition: 4 
   მკელობელი ავლინა, განრისხებული მეფე მშჳდ ყო, ვნებული არა-წმიდათაგან განკურნა,
Line of edition: 5 
   უშვილოთა შვილი მიანიჭა, და ძე იგი კათალიკოს ყო. დაიდვა წმიდა გუამი მისი სამყოფსა
Line of edition: 6 
   და საღუაწოსა შინა მღჳმისასა.

Line of edition: 7 
   იყო მამა წმიდა ისე წილკნელი მოწაფე წმიდისა მამისა იოვანესი, რომლისა არა უწყით
Line of edition: 8 
   მშობელნი, არ-ცა ადგილსა სადაურობისა, თჳნიერ ესე ვიცით, თანა მოჰყვა იოვანესა და მრავლითა
Line of edition: 9 
   იძულებითა ქართლისა კათალიკოსმან აკურთხა მღუდელთ-მთავრად, საყდარსა წმიდისა
Line of edition: 10 
   ღვთის-მშობლისასა, ქუეყანასა მუხრანისასა, და სოფელსა წილკნისასა. ფრიადნი ურწმუნონი
Line of edition: 11 
   სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყოსა თჳსსა: დაბასა მას უწყლობითა
Line of edition: 12 
   სასო-წარკუეთილ იყვნეს, ამისთჳს რამეთუ შორს / იყო ქსანი, შუა ტყე და მაღალი გორა
Line of edition: 13 
   ჰქონდა: აღიღო კუერთხი თჳსი, დღესა ერთსა, შესრულმან, ვედრებისა წარმთქმელმან წინაშე
Line of edition: 14 
   ხატსა დედისა ღმრთისასა: მიიწია ქსნის პირსა, უბრძანა წყალსა მას: "ძლიერებითა უფლისა
Line of edition: 15 
   ჩუენისა იესო / ქრისტესითა, და ღვთის-მშობლისა მარიამისითა, გიბრძანებ, მდინარეო, გამოვედ
Line of edition: 16 
   და შემოუდეგ კუალსა ჩემსა, და მოსდევდი წუერსა კუერთხისასა". უვალსა და უგზაურსა ალაგსა
Line of edition: 17 
   შემოუდგა, ჰყევებოდა ვითარ-ცა მონა. წარმოიღო ვიდრე წილკნის ჩაღმა, რომელი დღეინდელად
Line of edition: 18 
   მდინარეობს წყალი იგი.

Line of edition: 19 
   ამისა შემდგომად ღუაწლი მრავალი განფინა უფლისა მიერ, წარვიდა სიხარულითა,
Line of edition: 20 
   მღდელთ-მოძღურობისა პატივი აღასრულა, ღირსი წმიდა სული შევედრა ღმერთსა, და მიიღო
Line of edition: 21 
   ყოვლად პატიოსანი გუამი მისი მონასტერსა მას-ვე წილკნისასა, რომელი აწამომდე ჩანს, სასოდ
Line of edition: 22 
   და შესავედრებელად ქართველთა.

Line of edition: 23 
   ხოლო მამა ანტონი შუა-მდინარელი, რომელი იყო მოწაფე მამისა იოვანესი, იყო
Line of edition: 24 
   წმიდა ესე განშორებულთა შორის ფრიად სათნო და წარჩინებული. ამან ყოვლად სანატრელმან
Line of edition: 25 
   წმიდა იგი ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელ სახედ პირსა თჳსსა ტილოსა ზედან
Line of edition: 26 
   გამოსახა, და ავგაროზს სასოება აღუსრულა; და შემდგომად ამაღლებისა, თადეოსის-მიე/რითა
Line of edition: 27 
   ჴელითა მიუვლინა და განკურნა კეთრისა მისგან ქუემდებარისა, და ყოვლით სახლეულით მისით
Line of edition: 28 
   ნათელ-იღო, თადეოსის-მიერითა ჴელითა. და შემდგომად მისსა ძე კაცისა ავგაროზისა, და
Line of edition: 29 
   კუალად შვილის-შვილისა ძისა მისისა ენაცვალნეს მათ მეფობათა ოდენ, და არა ღმრთის-მსახურებითა. რამეთუ
Line of edition: 30 
   განდგომილ იქმნეს ღვთის-მსახურებასა, და დამონებულ ეშმაკთა საოცრებასა.

Line of edition: 31 
   რამეთუ რა იგი ავგაროზს ეყო ეშმაკთა, და ვითარ შემუსრნა და განუდგა, მისი ენება შურის-გება,
Line of edition: 32 
   რათა მიუზღოს ეშმაკთა, სახე ძუელისა მის საზორველისა დამჴობისა, დამჴობათა ხატისა
Line of edition: 33 
   მის საუფლოსათა, რომელი აღმართა ავგაროზ ბჭეთა ზედა ქალაქისათა, სადა-იგი ემართა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.