TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 211

Page of edition: 213 

Line of edition: 1 
   კერპი ბილწი. რამეთუ მუნ დაუსუენა ხატი იგი ტილოსი, ფიცარსა ზედა გარდართხმული, რათა
Line of edition: 2 
   ყოველნი შემავალნი მუნ შინა ხილვით თაყვანის-ცემდენ. მაშინ ბილწმან შვილის-წულმან ავგაროზისმან
Line of edition: 3 
   აღირჩია დღე-კეთილებისა წილ უსახურობა, და ხატი იგი უარყო, და ეშმაკთა შეუდგა,
Line of edition: 4 
   და იგონა ხატისა მის ქრისტესისა, რათა / წარწყმიდოს იგი.

Line of edition: 5 
   მაშინ ეპისკოპოსმან მის ქალაქისამან გულის-ხმა ყო განზრახვა ბოროტისა მის, და ყო
Line of edition: 6 
   განგება ღირსი და შემსგავსებული მის ჟამისა. რამეთუ სადა-იგი ხატი ესუენა, კამარედად
Line of edition: 7 
   ქმნილ იყო, და წმიდამან ეპისკოპოსმან დადგა კანდელი აღნთებული, საფარველად ტაძრისა
Line of edition: 8 
   მის, აღმართა / კეცი წინა პირსა ხატისასა, და აღმოყორა კარი იგი კამარისა, და შეაფარილა,
Line of edition: 9 
   რომელ ყოვლად არა ეტყობოდა, თუ ერთი რომელ უახლეს არს. და შემდგომად უკანასკნელთა
Line of edition: 10 
   ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე, მოადგა ედესია ქალაქსა, და უწყო თხრა ქუეშე ზღუდესა, და
Line of edition: 11 
   ენება, რათა ეგრეთ შევიდენ, რ(ამეთუ) ვერ აგრძნან, თუ ბრძავს-ო. მაშინ ღ(მერთ)თ(მა)ნ არა დაიდუმა უტყუველი
Line of edition: 12 
   აღთქმა, რომელ აღუთქუა, ვითარმედ: "ზღუდე ვარ მე ედესიისა", და მშობელისა თჳსისა მეოხებითა,
Line of edition: 13 
   ევლავიოზს, ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღმრთისა და რქუა, ვითარმედ:
Line of edition: 14 
   "მას რომელსა-მე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით-უქმნელი და დაფარული". და ვითარ-ცა
Line of edition: 15 
   განიღჳძა ეპისკოპოსმან, გულის-ხმა ყო ჭეშმარიტებით ყელსა შინა ჩუენებულსა მას, და განთიად
Line of edition: 16 
   წარვიდა, ლიტანიით, ადგილსა მას, და პოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყვნელი,
Line of edition: 17 
   და კანდელი იგი წინაშე მისსა ანთებული ეგო ეგე-ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა, და გარდააწუეთეს
Line of edition: 18 
   ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა, და მეყუსეულად
Line of edition: 19 
   ვითარ-ცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს, და ვითარ-ცა მტუერი განიბნივნეს, და უჩინო იქმნეს. ხოლო
Line of edition: 20 
   რომელი იგი კეცი საფარველად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ
Line of edition: 21 
   იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა. რომელი იგი სწორებით
Line of edition: 22 
   პატივ-იცემებოდეს, და ნისტორიანთა ეკლესიასა შინა დაესუენნეს.

Line of edition: 23 
   მაშინ წმიდამან ამან ანტონი იძია მოძღურისა თჳსისა გზა, და ისწავა ჭეშმარიტი, და ცნა;
Line of edition: 24 
   რამეთუ წარვიდა სომხითს, ჩრდილოეთით-კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიჴსენნეთ, დავით, და
Line of edition: 25 
   დოდო, და შიო ანტიოქელნი, და რვანი სხუანი მოწაფენი იოვანესნი,
Line of edition: 26 
   ერთისა საზღვრისანი. ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა
Line of edition: 27 
   და ესე-ცა ეძჳნებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნისტორიანთა ეკლესიასა შინა იყვნეს საუფლონი
Line of edition: 28 
   იგი ხატნი, / და აღიყვანა კეცი, რომელი საფარველად მის ხატისა ყოფილ იყო, და
Line of edition: 29 
   ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინარად წარმოიყვანა, წინა-ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა
Line of edition: 30 
   ზეციერითა, ჩრდილოეთს და მიიწია მტკუარსა ზედან, განვლო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით,
Line of edition: 31 
   ვითარ ოთხ მილიონ ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა. იოანეს ახლვიდა
Line of edition: 32 
   ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით-დოდოს ათსამეტ მილიონ. ხოლო
Line of edition: 33 
   მუნქვეს-ვე რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზარდელად გუამისა თჳსისა ირემნი. და
Line of edition: 34 
   იყო მთა უღაღი და სერტყიანი, და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე. და ესე ირემნი
Line of edition: 35 
   წარვიდიან ველსა, და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წველის, ვითარ მწყემსნი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.