TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 212

Page of edition: 214 

Line of edition: 1 
   მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მოიწივნეს უჟამოდ, დამფრთხალნი, და უკან
Line of edition: 2 
   ნუკრი მოხდევდა, ჴორც-შეკუეთილი. და ესე დაუკჳრდა წმიდასა მას, და თქუა გულსა შინა
Line of edition: 3 
   თჳსსა: თუ "სადა ვინ შეემთხჳა?" რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა, და მყის ვითარ-ცა
Line of edition: 4 
   კაცთა თუალ-მმრუმედ ხედვასა თანა რქვა: "რა არს ეგე?" და მათ ვითარ-ცა პირ-მეტყუელთა
Line of edition: 5 
   თავ-მიზიდვით რქუეს: "შემომიდეგ და გიჩვენოთ". და შეუდგა კუალსა მათსა, და მიიწია მას
Line of edition: 6 
   ადგილსა, სადა-იგი შემთ/ხუეულ იყო მათდა, და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად
Line of edition: 7 
   და წინა შეემთხჳა და რქუა: "ვინ ხარ"? ხოლო წმიდა იგი ჴელით უჩუენებდა, სადა იყოფოდა
Line of edition: 8 
   და ყოველსა-ვე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა.

Line of edition: 9 
   მაშინ მთავარმან რქუა: "მე ენა შენი არა მესმის, და რომელ ეგე ჴელითა მეუბნები ეგე-ცა მოგკუეთო". და რქუა: "წარიყვანეთ
Line of edition: 10 
   მჭედლისა თანა". და ვითარ-ცა მიიყვანეს, მჭედელმან შანთი გააჴურვა, და
Line of edition: 11 
   გამოიღო, რათა ჴელი მოჰკუეთოს, და დავარდა ქუე, და ჴელნი ვითარ-ცა შეშანი შეექმნნეს.

Line of edition: 12 
   მაშინ წმიდამან მიჰყო ჴელი და ვითარ-ცა ნაკუერცხალი ჴელითა აღებული მიუპყრა და რქუა:
Line of edition: 13 
   "ვყავ ადრე ბრძანებული შენდა". და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა. და მსწრაფლ
Line of edition: 14 
   მიუმცნეს მთავარსა, და რქუეს ყოველი ხილული. და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყვანონ.
Line of edition: 15 
   და ვითარ-ცა მიიყვანეს, რქუა მას: "რა გნებავს სთქუ, და ყოველი მიგცე". ხოლო მცირედი
Line of edition: 16 
   ქვა უჩვენა მან, ვითარ სამეული, და ლოკდა, და ცნეს რამეთუ მარილი უნდა, და მოართუეს
Line of edition: 17 
   ორი ოდენ ქვა გაუტეხელი. და მან მოხლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა, და ალოკა
Line of edition: 18 
   ფურთა თჳსთა. და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულამდე / ცხოვრებისა მისისა.

Line of edition: 19 
   და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცვალა, და ჩუენ დაგჳტევა ხატი იგი საუფლო, და არს ვიდრე
Line of edition: 20 
   დღეინდელად დღემდე უჩინრად, და სასწაულთ-მოქმედებს განცხადებულად, რომელ უადვილეს
Line of edition: 21 
   არს აღრიცხვა ზღჳს ქვიშათა, ვიდრე საკჳრველებათა საუფლოსა მის ხატისათა. გარნა ვინათგან
Line of edition: 22 
   ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მან-ვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა
Line of edition: 23 
   მისთა. და უკეთუ სოლომონ-ცა იყო, ვერ-ცა მან შეუძლოს აღრიცხვად, თჳნიერ ღმრთისა მხოლოსა.}
Line of edition: 24 
   {ჩანართი}
Line of edition: 25 
   {<ხასკუნთა განდგომილება>}
Line of edition: 26 
   {ჟამსა მას ოდეს თჳთ-მპყრობელი იუსტინიანოს, მეფე ბერძენთა, ბრძოდა კერძოთა ოვსეთისათა,
Line of edition: 27 
   საზღვარსა ავაზგიასსა, ნათესავსა ხასკუნთასა, რამეთუ ექმნა მათ განდგომილება, მაშინ
Line of edition: 28 
   მოძღუანა ნიჭი დიდი იუსტინიანოს ფარსმანს ქართველთა მეფესა და ევედრა რათა შეეწიოს
Line of edition: 29 
   მჴედრობასა მისსა, ყოვლითა ძალითა თჳსითა, და ბრძოლა უყოს ხასკუნთა. ისმინა უკუე
Line of edition: 30 
   ფარსმან ვედრება ბერძენთა მეფისა, და დაუტევა ევაგრე, მცველ სამეუფოსა თჳსსა, ხოლო თჳთ
Line of edition: 31 
   უკუე წარვიდა და შეწევნითა ღვთისათა დაიმორჩილა ნათესავი იგი ხასკუნთა. და მთავარნი
Line of edition: 32 
   მათნი ყოველნი შეპყრობილნი წარავლინნა წინაშე იუსტინიანესსა. მერმე მოიქცა თჳსად-ვე
Line of edition: 33 
   სამეფოდ.}



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.