TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 213

Page of edition: 215 

Line of edition: 1 
   {მეხუთე მსოფლიო კრება}
Line of edition: 2 
   ოცდამეექუსესა წელსა იუსტინიანეს მეფობისასა იქმნა კრება მეხუთე, ას სამეოცდახუთთა
Line of edition: 3 
   წმიდათა მამათაგან, ქრისტეს აქეთ ფკზ~. კოსტანტინეპოლის, ვიგილიოს წმიდისა ჰრომთა პაპისა-ზე
Line of edition: 4 
   რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს ევტიქიოს კოსტანტინეპოლელი, აპოლინარი ალექსანდრიელი,
Line of edition: 5 
   დომნოს ანტიოქელი, და ადგილისა აღმავსებელნი იერუსალიმელთანი: სტეფანოს, გიორგი
Line of edition: 6 
   და დამიანოს ეპისკოპოსნი. ხოლო შემოკრბეს ორიგენიანთა და მის-თანა მიმდგომთათჳს, დიდიმოს
Line of edition: 7 
   და ევაგრესთჳს, რომელნი-ცა შეაჩუენნეს და დაამჴივნეს.}
Line of edition: 8 
   {<აფხაზთა მოქცევა>}
Line of edition: 9 
   {მათ-ვე ჟამთა შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნი-ცა შეიცვალნეს უმჯობესად, და
Line of edition: 10 
   ქრისტეანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინ-მე
Line of edition: 11 
   საჭურისი აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელის-დებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ
Line of edition: 12 
   ქადაგებად მათდა და აღთქმად, ვითარმედ ამიერითგან არ-ცა ერთი-ღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი
Line of edition: 13 
   განჴუებულ იქმნებოდის მამაკაცობისაგან რკინისა მიერ. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი
Line of edition: 14 
   მსახურ სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩუეულებამან. ვინა-ცა
Line of edition: 15 
   იუსტინიანე ტაძარი წმიდისა ღმრთის-მშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა, ბიჭვინტას, და
Line of edition: 16 
   მღდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტეანობისასა.}
Line of edition: 17 
   ხოლო ჩვენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.

Line of edition: 18 
   და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი
Line of edition: 19 
   ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი~დ. და ვახტანგისითგან კათალიკოსნი
Line of edition: 20 
   გარდაიცვალნეს რვანი და მოკუდა ფარსმან, და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ.

Line of edition: 21 
   <მეოცდათვრამეტე მეფე, ბაკურ, ძე ფარსმან მეფისა. ხოსროიანი>
Line of edition: 22 
   ესე ბაკურ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან / განამრავლნა ეკლესიანი
Line of edition: 23 
   და მღდელნი სამეფოსა შინა თჳსსა და განწ/მიდა ქართლი ყოვლისა ურწმუნოებისაგან.

Line of edition: 24 
   და მოკუდა კათა/ლიკოსი ევლავიოზ, და მან-ვე მეფემან დასუა კათალიკოსი მაკარი.

Line of edition: 25 
   ამას-ვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს რომელსა ერქუა ურმიზდ.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.