TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 214

Page of edition: 216 

Line of edition: 1 
   და მას-ვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ.

Line of edition: 2 
   და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი.

Line of edition: 3 
   ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევა ცეცხლის-მსახურებად: წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, და
Line of edition: 4 
   დაუტევა სჯული ქრისტესი, და იქმნა ცეცხლის-მსახურ.

Line of edition: 5 
   ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერის-თავად რანისა.

Line of edition: 6 
   ვითარ მოვიდა და ცნა ცოლმან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისაგან დატევება ქრისტეს
Line of edition: 7 
   სჯულისა, არღარა ერჩდა იგი ცოლებად. და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თჳსისა,
Line of edition: 8 
   და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა აღსრულებად მცნებათა მისთა.

Line of edition: 9 
   მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალ-ღონედ, პირველად ლიქნითა და ვედრებითა, და
Line of edition: 10 
   ნიჭისა მიცემითა; შემდგომად შეაგ/დო / სატანჯველთა შინა დიდთა რო/მელ სიგრძისაგან ვერ
Line of edition: 11 
   დავწერენ ღუაწლნი წმიდისა შუშანიკისნი. და მოკლა იგი ქმარმან მისმან
Line of edition: 12 
   ვასქენ, ერის-თავმან რანისამან.

Line of edition: 13 
   მაშინ ბაკურ, მეფემან ქართველთამან, მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა მისთა, და
Line of edition: 14 
   შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად, და წარემართა ვასქენს ზედა პარვით. რამეთუ ვასქენ
Line of edition: 15 
   ველსა გარე დგა კიდესა მტკურისასა, სადა მიერთვის მდინარე ანაკერტისა მტკუარსა,
Line of edition: 16 
   დაესხა და შეიპყრა ვასქენ. დაჭრეს წურილად და ასონი მისნი დამოჰკიდეს ხესა. ხოლო
Line of edition: 17 
   გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა, და დაფლეს ცორტავს.

Line of edition: 18 
   ამან ბაკურ მეფემან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე
Line of edition: 19 
   ყოველი, და ითხოვა მისგან შენდობა. მაშინ სპარსთა მეფემან განიზრახა გონებასა
Line of edition: 20 
   თჳსსა, და თქუა: "უკეთუ შევრისხნე ქართველთა, განერთნენ იგინი ბერძენთა". და შენდობა
Line of edition: 21 
   აღირჩია: გამოგზავნა მოციქული ბაკურისი პასუხითა კეთილითა; / რამეთუ
Line of edition: 22 
   ყოველი გმობა და ბრალობა ვასქენ მოკლულისა უბრძანა, და ამართლა ბაკურ სიკუდილსა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.