TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 215

Page of edition: 217 

Line of edition: 1 
   მისსა. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუ/ა ერი/ს-თავი, რომელსა ერქუა
Line of edition: 2 
   დარელ. და უბრძანა, რათა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა.

Line of edition: 3 
   და მოკუდა კათალიკოსი მაკარი, და მან-ვე მეფემან დასუა სჳმონ კათალიკოსად.

Line of edition: 4 
   და მოკუდა ბაკურ, და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს
Line of edition: 5 
   მეფობასა.

Line of edition: 6 
   მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თჳსსა რანი და მოვაკანი, რომელსა
Line of edition: 7 
   ერქუა ქასრე ამბარვეზი. მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწყო ზრახვად ერის-თავთა
Line of edition: 8 
   ქართლისათა: აღუთქუა კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთოთა მათთა მამულობა
Line of edition: 9 
   შვილითი-შვილამდე, და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა. და განდგეს ერის-თავნი და თჳს-თჳსად
Line of edition: 10 
   ხარკსა მისცემდეს ქასრე ამბარვეზსა.

Line of edition: 11 
   და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა; და ნათესავნი მირდატისნი,
Line of edition: 12 
   ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯა/ვახეთს, იგინი დარჩეს
Line of edition: 13 
   კლდეთა შინა კლარჯეთისათა. სხუა ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი დაიპყრეს
Line of edition: 14 
   სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა.

Line of edition: 15 
   შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა,
Line of edition: 16 
   რამეთუ შევიდა თურქთა მეფე სპარსეთს შინა; მოვიდეს ბერძენნი, ეწყუნეს სპარსთ/ა
Line of edition: 17 
   შ/უა-მდინარესა, აოტნეს და შევიდეს სპარსეთს, და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა. მაშინ
Line of edition: 18 
   ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი, და წარვიდა შუელად მამისა თჳსისა.

Line of edition: 19 
   ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, ზემონი
Line of edition: 20 
   და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა,
Line of edition: 21 
   და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ
Line of edition: 22 
   ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შეუცვალებელად.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.