TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 220

Page of edition: 222 

Line of edition: 1 
   და მოკუდა კათალიკოსი სჳმონ და დაჯდა სამოელ. და მოკუდა კათალიკოსი
Line of edition: 2 
   სამოელ და დასუეს სამოელ-ვე.

Line of edition: 3 
   ამან-ვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა,
Line of edition: 4 
   {რომელი შემდგომად ამის გუარამისა განასრულეს აღშენება ტფილისის სიონისა: ნახევარი
Line of edition: 5 
   ერთმან ვინ-მე ქურივმან დედა-კაცმან, და ნახევარი ყოველმან ერმან, ჟამსა პირველის
Line of edition: 6 
   ადარნასე მთავრისასა, და იგი ადარნასე-ცა შეეწია აღშენებასა მისსა.}
Line of edition: 7 
   რამეთუ ნათესავნი მორწმუნისა მირიან მეფისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნი
Line of edition: 8 
   იყვნეს.

Line of edition: 9 
   და მოკუდა გუარამ კურაპალატი
Line of edition: 10 
   <მეორმოცე ერის-თავთა-მთავარი ქართლისა სტეფანოზ. ძე გუარამ
Line of edition: 11 
   კურაპალატისა, ბაგრატოანი>
Line of edition: 12 
   და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ. / მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა
Line of edition: 13 
   შიშისაგან, არამედ ერის-თავთა-მთავრად ხადოდეს. და მოკუდა სამოელ კათალიკოსი, და
Line of edition: 14 
   ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათალიკოსად. ხოლო ესე სტეფანოზ
Line of edition: 15 
   იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არ-ცა ჰმატა სჯულსა და
Line of edition: 16 
   ეკლესიათა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.