TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 228

Page of edition: 230 

Line of edition: 1 
   უთხრეს მეფესა ერაკლეს, ვითარ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად,
Line of edition: 2 
   რომელ არს შუა-მდინარე. და გამოვიდა ერაკლე ფილისტიმად, რათა-მცა ეწყო მუნ.

Line of edition: 3 
   ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინ-მე, კაცი ღმრთისა, და მან რქუა მეფესა: "ივლტოდეთ,
Line of edition: 4 
   რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლ/ეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი
Line of edition: 5 
   მისი სარას ძაღლთა". და მონაზონისა მის სიტყჳთა ესე უთხრეს ერაკლე მეფესა
Line of edition: 6 
   ვარსკულავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა. აღაშენა ერაკლე მეფემან სუეტი და
Line of edition: 7 
   დაწერა მას ზედა: "მშ/ჳდობა შუა-მდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარჴდეს
Line of edition: 8 
   შჳდნი შჳდეულნი". შჳდეულისათჳს ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა
Line of edition: 9 
   ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათჳს, რომელ არს ორას
Line of edition: 10 
   ორმოცდაათი წელი.

Line of edition: 11 
   {მოჰმადის გამოჩინებამდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშჳდი წელი ალექსანდრესი.}
Line of edition: 12 
   მაშინ ყოველნი / ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა
Line of edition: 13 
   შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი
Line of edition: 14 
   წაღებისა და კუალად გამოღებისა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.