და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი / ეგრისის ქუეყანისანი. და ციხე იგი
Line of edition: 2
სამ-ზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა, და შევლო ზღუდე იგი საზღვარი
Line of edition: 3
კლისურისა. და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ.
Line of edition: 4
და ვითარ-ცა შევლო ყრუმან კლისურა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი / საბერძნეთისა
Line of edition: 5
და საქართველოსა, და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი. და მოადგა ციხესა
Line of edition: 6
ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არა
Line of edition: 7
კაცობრივითა ჴელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათჳს არა-ვინ უწყის - ვინა
Line of edition: 8
იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, / რომელსა მოსდგამს სამხრით
Line of edition: 9
ზღუა და ჩრდილოთ ჭალაკი მწყურნები. მუნ შინა იყვნეს მაშინ მეფენი ქართლისანი
Line of edition: 10
მირ და არჩილ; ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა.
Line of edition: 11
და ერის-თავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს
Line of edition: 12
გარდასავალსა ოვსეთისასა. და ვერ-ვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს
Line of edition: 13
სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა.
Line of edition: 14
{ხოლო ამან-ვე ყრუმ შეიპყრა და აწამა წმიდა დავით და კოსტანტინე, რომელთა წამებასა
Line of edition: 15
ვრცელად მოგჳთხრობს ცხოვრება მათი.}
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.