TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 234

Page of edition: 236 

Line of edition: 1 
   {და ჩუენ პირველი-ვე სიტყუა ვიწყოთ.

Line of edition: 2 
   მაშინ ვითარ იყვნეს ციხესა მას შინა ანაკოფისასა, მუნ მივიდა მურვან ყრუ და უწყო
Line of edition: 3 
   ბრძოლა მეფეთა მათ.}
Line of edition: 4 
   / მაშინ რქუა არჩილ ძმასა თჳსსა მირს: "მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. და
Line of edition: 5 
   უკეთუ შეგჳპყრნენ ჩუენ ჴელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი,
Line of edition: 6 
   რომელნი იგი დავფლენით ქუეყანასა ჩუენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივ-განბრძნობილისანი, და
Line of edition: 7 
   კუალად ვახტანგ ღმრთივ-განბრძნობილისა მეფისანი, და
Line of edition: 8 
   ყოველთა შვი/ლთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩუენ. და იგი-ცა ითხოვოს, რომელი
Line of edition: 9 
   დამალა ერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა
Line of edition: 10 
   გჳრგჳნთა ზურმუხტისა და იაგუნდისა / ძოწეულისათა, რომელნი იგი გამოიტანნა
Line of edition: 11 
   მამამან ჩუენმან, დიდმან მეფემან ვახტანგ, ინდოეთით და სინდეთით, დავფლენით იგი
Line of edition: 12 
   უჯარმოს, მახლობელად შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი
Line of edition: 13 
   აღწერილ არს გონებასა ჩემსა. და შენ წარიხუენ ორნი იგი გჳრგჳნნი, ოქროსა და
Line of edition: 14 
   ანთრაკისანი: ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელი მოუძღუნა სპარსთა
Line of edition: 15 
   მეფემან ვახტანგს, ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აჰკიდა სატჳრთავსა
Line of edition: 16 
   ხუთასსა და მკჳრცხლსა ორიათასსა; და / შენ და მამამან ჩუენმან დასდევით იგი ქუთათისს
Line of edition: 17 
   და ციხე-გოჯს. ხოლო მე გჳრგჳნნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყჳვისანი მარტოდ
Line of edition: 18 
   დავსხენ. აწ, უკეთუ მოვკუდეთ, განძი იგი ყოველი უცნაურად დარჩეს, და
Line of edition: 19 
   გამოსლვასა ბერძენთასა ძიება ყოს კეისარმან ნათესავისა ჩუენისათჳს, და მოსცეს
Line of edition: 20 
   მეფობა და განძი-ცა იგი. აწ უკუე არა ვიქმნეთ ჩუენ მიზეზ მოოჴრებისათჳს ქართლისა
Line of edition: 21 
   და საბერძნ/ეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყუნეთ ზღჳთ-კერძოსა ამას გუერდსა
Line of edition: 22 
   შინა. და თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა ბევრი".




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.