მაშინ იხილა აგარიანმან ვინ-მე ჩუენება, რომელსა ეტყოდა რე-ცა მოციქული მათი:
Line of edition: 2
"მოუცემია ღმერთსა ძლევა ჩუენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მეფეთა, / ვითარ-ცა
Line of edition: 3
რქუა აბრაამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა წმიდათა და კაცთა ღმრთის-მსახურთა
Line of edition: 4
ეკრძალებოდეთ, ვითარ-ცა იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა". მსწრაფლ აღიყარნეს
Line of edition: 5
და უკუნ-იქცეს კუალსა-ვე თჳსსა. და ვითარ-ცა აღიარეს ციხე-გოჯი, და დაიბანაკეს
Line of edition: 6
წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა, და გარდამოჴდა წჳმა ფიცხელი,
Line of edition: 7
აღდგეს მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა, და
Line of edition: 8
წარიღო მათგან მ/კჳრცხლი ოცდასამი ათასი. და მიმართა უფროსმან წყალმან მჴედართა,
Line of edition: 9
რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალავე, რომელნი/მე ივლტოდეს ადგილითა და
Line of edition: 10
რომელნი-მე ხეთა ზედა გაჴდეს, და წარიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი. და მიერითგან
Line of edition: 11
სახელ-ედვა ორთა მათ მდინარეთა: ერთსა ცხენის-წყალი და ერთსა აბაშა.
Line of edition: 12
{და ვითარ-ცა იხილა ესე ყოველი მურვან ყრუმან, მოწევნული მის ზედა, ფრიად აბრალა
Line of edition: 13
[თავსა] თჳსსა [და] განმზრახთა მისთა იწროსა და მაღნარსა ამას ქუეყანასა მოსლვისათჳს, და
Line of edition: 14
აღიძრა და დაიბანაკა პიტიოტას, ზღჳს-პირს, ქალაქსა, რომელსა ჰქჳან ცხუ[მი].}
Line of edition: 15
და აღიყარა მუნით და შემოვლო გზა გურიისა. და განვლეს სპერისა, და სიმრავლისაგან
Line of edition: 16
არა შეჩენილ იყო დაკლება. ხოლო უწინავე დასჭრეს კუდები ცხენთა
Line of edition: 17
მათთა, რამეთუ თიჴისაგან ვერ ითრევდეს.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.