TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 237

Page of edition: 239 

Line of edition: 1 
   {და ჩაიარა უღმერთომან მურვან ყრუ ზღჳს-პირი და გამოიხუნა ციხენი და ქალაქნი
Line of edition: 2 
   ზღჳს-პირისანი, და ოჴერ და უ[ვ]ალ ყო ყოველი ქუეყანა ზღჳს პირისა, ვიდრემდის მიიწია
Line of edition: 3 
   ქალაქსა მას, რომელ არს კოსტანტინეპოლე, და დაიბანაკეს, რომელსა ხალკიდონ ჰქჳან რამეთუ
Line of edition: 4 
   არს მუნ ზღუა იწროდ წარმდინარე და არა აქუს ტანი სიფართისა. ამისთჳს განიზრახა
Line of edition: 5 
   უგუნურმან და უგონებომან ყრუმან, რათა ქვითა აღავსოს ზღუა და სავალ ყოს, რათა ფრჴივ
Line of edition: 6 
   განიყვანოს ერი თჳსი ზღუასა ზედა, და ესრეთ გამოიღოს ქალაქი კოსტანტინეპოლე. არამედ
Line of edition: 7 
   ღმერთმან ცუდ ყო განზრახვა მისი, ეწია რისხვა ღმრთისა; რამეთუ დაიწვა მწუხრი მრთელი,
Line of edition: 8 
   და განთიად იპოვა მკუდარი, მოძაგებული და დავიწყებული ყოველთა მიერ. და ვითარ-ცა იხილეს
Line of edition: 9 
   ესე სპათა მისთა, განიბნივნეს და ლტოლვილნი წარვიდეს ქუეყანად / თჳსად.}
Line of edition: 10 
   ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანა / ქართლისა, სომხითისა და რანისა
Line of edition: 11 
   და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არ-ცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლად-ვე. და
Line of edition: 12 
   წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მირ და არჩილ და ლეონ, ერის-თავმან
Line of edition: 13 
   აფხაზეთისამან, და აუწყეს ესე ყოველი, რა-ცა იქმნა ღმრთისა მიერ ჴელითა
Line of edition: 14 
   მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გჳრგჳნი და გუჯარი მირსა და არჩილს, და
Line of edition: 15 
   მოსწერა მათ თანა, ვითარმედ: "თქუენი იყო მეფობა, სიმჴნე და სიბრძნე ქართლსა
Line of edition: 16 
   შინა. აწ დაღაცათუ იდევნებით ჩუენ / თანა /მსახურებისათჳს ჯუარისა, მოქცევასა ჩუენსა,
Line of edition: 17 
   ვითარ-ცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანა-ვე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა
Line of edition: 18 
   შინა თქუენთა, ვიდრემდის წარჴდეს წელიწადნი მათნი სამასნი; რამეთუ ორას
Line of edition: 19 
   მეერგასესა წელსა განივთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წლისასა მოეცეს
Line of edition: 20 
   ძალი მეფობასა ჩუენსა, და შევმუსრნეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი
Line of edition: 21 
   დამდაბლდენ, და ჩუენ თანა მადიდებელნი ამაღლდენ".

Line of edition: 22 
   და მოუწერა ლეონს ესრე სახედ: / "ყოვლად-ვე საზღვართა ქართლისათა ჩუენგან
Line of edition: 23 
   ქმნილ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ თანა-დადგომა და რგება. აწ
Line of edition: 24 
   ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა: პირველად



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.