TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 240

Page of edition: 242 

Line of edition: 1 
   მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა-ვე ამათ განუყო ზენა სოფელი,
Line of edition: 2 
   რომელ არს ქართლი;
Line of edition: 3 
   მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; იყო ესე
Line of edition: 4 
   ვარზმან ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ
Line of edition: 5 
   მეფისა;
Line of edition: 6 
   მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან
Line of edition: 7 
   მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი,
Line of edition: 8 
   მანგლისის ჴევი და ტფილისი.

Line of edition: 9 
   ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა / ამათ ჴევთაგან.

Line of edition: 10 
   და ვითარ იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა
Line of edition: 11 
   მცირედ რა-მე სხუათ/ა მათ. და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებით-ურთ თჳს-თჳსად
Line of edition: 12 
   ადგილად.

Line of edition: 13 
   ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და რქუა: "კურთხეულ იყავ შენ უ/ფლისა მიერ,
Line of edition: 14 
   რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობა ჩუენი, და დამიცვენ ჩუენ ადგილთა შენთა მშჳდობით:
Line of edition: 15 
   გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ. წარვალ და
Line of edition: 16 
   დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათჳს რა გნებავს ჩემგან,
Line of edition: 17 
   ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა".

Line of edition: 18 
   ხოლო ლეონ რქუა: "მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკჳდრობით კეთილად
Line of edition: 19 
   სიმჴნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკჳდრებელ ჩემდა
Line of edition: 20 
   კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა
Line of edition: 21 
   ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად
Line of edition: 22 
   და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემი-ცა ესე შენდა-ვე იყოს".

Line of edition: 23 
   მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმის-წული მისი გუარანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.