ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთჳს. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ
Line of edition: 2
არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩი/ლს ყოველთა დღეთა
Line of edition: 3
მისთა. წარმოვიდა არჩილ და დაემკჳდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი
Line of edition: 4
ციხენი და ქალაქნი, და აღაშენა ციხე საზღუარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა. და
Line of edition: 5
წარჴდა ამათ შინა წელიწადი თორმეტი, და იწყო შენებად ქართლმან.
Line of edition: 6
ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოვიდა არჩილ ეგრისით, და დაჯდა
Line of edition: 7
ნაციხარსა ჴიდრისასა.
Line of edition: 8
მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა, სახელით
Line of edition: 9
ადარნასე, ძმის-წული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი
Line of edition: 10
მზახებულ იყო ბაგრატონიანთად-ვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის-თავად
Line of edition: 11
არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა
Line of edition: 12
თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისგან
Line of edition: 13
და რქუა: "უკეთუ ინებო და / მყო მე ვითარ-ცა მკჳდრი შენი, მომეც ქუეყანა".
Line of edition: 14
და მისცა შულავერი და არტანი.
Line of edition: 15
ამისა შემდგომად მოვიდა არ/ჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა
Line of edition: 16
მიუბოძა / კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი
Line of edition: 17
ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის
Line of edition: 18
ცოლისა ნაშობთა და დაჯდა / წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ჴევსა ლაკუასტისასა
Line of edition: 19
აღაშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა
Line of edition: 20
წუქეთი, და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა
Line of edition: 21
წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.