TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 245

Page of edition: 247 

Line of edition: 1 
   ხოლო აწ მითხრეს შენთჳს, რამეთუ შვილ ხარ დიდთა მეფეთა ხუასროანთა, არამედ
Line of edition: 2 
   აწ უფროსად განსდიდნე წინაშე ჩემსა, უკუეთუ ისმინო ჩემი და იყოს სამეფო შენი
Line of edition: 3 
   შენდა-ვე და საგანძურნი-ცა მამათა შენთანი მიგანიჭნე შენ-ვე. პირველად მიჩუენენ
Line of edition: 4 
   საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც სჯულსა ჩემსა. იქმენ სარკინოზ და სპასალარ
Line of edition: 5 
   გყო შენ ქუეყანასა ზედა ქართლისასა, მეფე და უფალ ერთა ზედა ქართლისათა."

Line of edition: 6 
   მაშინ მიუგო წმიდამან არჩილ: "უწყოდე მტკიცედ, რამეთუ მცირე ვიყავ
Line of edition: 7 
   ჰასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქუეყანა ესე ერაკლე მეფემან. ხოლო მამამან ჩემმან და
Line of edition: 8 
   ძმამან ჩემმან დასხნეს ყოველნი საგანძურნი მათნი ციხესა მას, სადა-იგი შეიქცა ყრუ ამირა.

Line of edition: 9 
   და აწ აქუს იგი ბერძენთა. ხოლო მე არა დაუტეო უფალი ღმერთი ჩემი, არ-ცა განვყიდო
Line of edition: 10 
   წარუ/ვალი იგი დიდება მსწრაფლ წარმავალისა ამისთჳს".

Line of edition: 11 
   მიუგო და რქუა ასიმ: "შენ უკუე იყავ დაცემასა მას აფხაზეთს შინა?"
Line of edition: 12 
   ჰრქუა წმიდამან / არჩილ: "მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან".

Line of edition: 13 
   ჰრქუა ასიმ: "რომელმან ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?"
Line of edition: 14 
   მიუგო წმიდამან არჩილ და რქუა: "ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი
Line of edition: 15 
   ცათა და ქუეყანისა, და რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს ნათესავისა
Line of edition: 16 
   კაცთასა, და სიკუდილითა თჳსითა აღგუადგინა და უკუდავება მოგუანიჭა. მან
Line of edition: 17 
   უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი".

Line of edition: 18 
   მაშინ რქუა ასიმ წმიდასა არჩილს: "რომლისა ღმერთი უკუე მოკუდავი არს და სასოება
Line of edition: 19 
   ცხორებისა მოკუდავისა მიმართ გაქუს, ჯერ-არს მისი-ცა სიკუდილი".

Line of edition: 20 
   და უბრძანა თავისა მოკუეთით აღსრულება წმიდისა არჩილისი. და არა ჰრიდა
Line of edition: 21 
   სიკეთესა მისსა, არ-ცა შერცხჳნა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. განიყვანეს
Line of edition: 22 
   გარე და მოჰკუეთეს თავი მისი მახჳლითა თთუესა მირკანისსა, რომელ არს მარტი, ოცსა მის თჳსასა. და
Line of edition: 23 
   შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა შინა დამბადებელისათა, აღირჩია სიკუდილი უკუდავ/ებისა მომატყუებელი.

Line of edition: 24 
   შესცვალა მცირედ ჟამისა ესე მეფობა საწუთროსა სიხარულად საუკუნოდ, ღირს იქმნა
Line of edition: 25 
   განწყობილსა შორის წმიდათასა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღმრთისა
Line of edition: 26 
   და მათ თანა გჳრგჳნოსანი იხარებს / წინაშე სამებისა წმიდისა.

Line of edition: 27 
   ხოლო ვითარ-ცა აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, მივიდეს ღამესა მას გოდერძიანნი
Line of edition: 28 
   ტბელნი და მათ თანა სხუანი-ცა აზნაურნი მამეანნი და მოიპარეს გუამი წმიდისა
Line of edition: 29 
   მოწამისა არჩილისი. წარმოიღეს და შემუსრეს დიდითა პატივითა და დამარხეს ნოტკორას,
Line of edition: 30 
   მას მიერ აღშენებულსა ეკლესიასა. ხოლო ცოლმან მისმან მიუბოძა სოფლები
Line of edition: 31 
   მათ, რომელთა მოიღეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისა კახეთს შინა სამკჳდრებელად.

Line of edition: 32 
   წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა სულ-მცირედ აღწერილი, რომელ
Line of edition: 33 
   ჟამთა შლილობითა ჯერისა-ებრ ვერ-ვის აღეწერა.

Line of edition: 34 
   ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა
Line of edition: 35 
   ჟამითი-ჟამად. / ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან,
Line of edition: 36 
   ძმის-წულის ქმარმან წმიდისა არჩილის/მან, ნათესავმან რევისმან, მირიანის
Line of edition: 37 
   ძისამან. მიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ ვითარ-ცა იხილონ და
Line of edition: 38 
   წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ-განბრძნობილსა.






Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.