TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 249

Page of edition: 252 

Line of edition: 1 
   {რამეთუ მამა მისი ნერსე, ძე ვარაზ-ბაკურ ანთიპატრიკისა და ამის ვარაზ-ბაკურის მამა,
Line of edition: 2 
   სახელით გუარამ კურაპალატი, ძე პირველისა სტეფანოზისი და ძმა დემეტრესი, - ესენი გარდაცვალებულ
Line of edition: 3 
   იყვნეს; და ძმანი ამის ადარნასესნი, სახელით ფილიპე და სტეფანოზ, იგინი-ცა
Line of edition: 4 
   მომკუდარ იყვნეს.}
Line of edition: 5 
   <მეორმოცდაექუსე კურაპალატი ქართლისა. აშოტ. ძე ადარნასესი, ბაგრატოანი>
Line of edition: 6 
   შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო
Line of edition: 7 
   ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. / რამეთუ მათ-ვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და
Line of edition: 8 
   შეიქცა მოუძლურებული და განწბილებული.

Line of edition: 9 
   მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს, და მოუძლურებულ იყვნეს
Line of edition: 10 
   სარკინოზნი, და განდიდნა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არა-ვინ დარჩა სარკინოზთაგანი
Line of edition: 11 
   თჳნიერ ალი შუაბის ძ/ისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.

Line of edition: 12 
   მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშუელა თ/ევდოსი აფხაზთა
Line of edition: 13 
   მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა.

Line of edition: 14 
   მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან
Line of edition: 15 
   ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.