TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 255

Page of edition: 258 

Line of edition: 1 
   გარდაიცვალა ბაგრატ კურაპალატი, ძმა ამის ადარნასესი, ქორონიკონსა ე~ვლ, და დაუტევნა
Line of edition: 2 
   სამნი ძენი: დავით, აშოტ და ადარნასე.

Line of edition: 3 
   გარდაიცვალა ესე ადარნასე ქორონიკონსა ჟ~დ.

Line of edition: 4 
   გარდაიცვალა აშოტ, ძმა ამის ადარნასესი და ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ე.}
Line of edition: 5 
   მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი,
Line of edition: 6 
   ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერის-თავად ჩიხას ძე დემეტრესი, და ვითარ
Line of edition: 7 
   გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა
Line of edition: 8 
   ბაგრატ, რომელი იცნო/ბების ექსორია-ქმნილობით. და ცოლმან გიორგი მეფისამან
Line of edition: 9 
   მოკლა ძე დემეტრესი, ერის-თავი ჩიხისა. და მცრუა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა,
Line of edition: 10 
   და შთააგდეს ბაგრატ ზღუასა. ხოლო ღმერთმან განარინა იგი, და მიიწია ქალაქად
Line of edition: 11 
   კოსტანტინეპოლედ. და მოჰგუარა მეფემან იოვანე ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული
Line of edition: 12 
   გუარამ აშოტის ძისა. და მოკუდა იოვანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე
Line of edition: 13 
   მისი ადარნასე. და შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდე-კართა
Line of edition: 14 
   და იპატრონა დავით ბაგრატის ძე.

Line of edition: 15 
   {თეოდოსი მეორე გარდაიცვალა ცოლ-შვილიანად, და დაჯდა მეფედ გიორგი, რომელსა
Line of edition: 16 
   საუფლისწულოდ ჰქონდა აღწეფი. ამისთჳს ეწოდა მას გიორგი აღწეფელი. თეოდოსიმ იბატონა
Line of edition: 17 
   ოცდაშჳდი წელი.}
Line of edition: 18 
   <მეორმოცდარვე მეფე, კურაპალატი დავით, ძე ბაგრატ კურაპალატისა. ბაგრატოანი>
Line of edition: 19 
   {ხოლო ამას დავით კურაპალატსა აღუდგა მტრად ნასრა, ძე გუარამ მამფლისა, რომელი
Line of edition: 20 
   იყო მამის ძმა ამის დავითისი.}



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.