TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 256

Page of edition: 259 

Line of edition: 1 
   ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით
Line of edition: 2 
   და ლიპარიტ უშუელდეს სომეხთა, და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა.

Line of edition: 3 
   მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ.

Line of edition: 4 
   {ხოლო ამან დავით კურაპალატმან აღაშენა ეკლესია ხახულისა.}
Line of edition: 5 
   და ვითარ მოკუდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად
Line of edition: 6 
   ფადლა არევმანელი, / კაცი ბრძენი და საქმის-მეცნიერი.

Line of edition: 7 
   მას ჟამსა, ვითარ-ცა მოიტყუა ნასრა ძემან გუარამისმან დავით ძე ბაგრატისი,
Line of edition: 8 
   მამის ძმის-წული მისი, და მოკლა იგი
Line of edition: 9 
   {ჩანართი}
Line of edition: 10 
   {ქორონიკონსა რ~ა, და დაუტევა ძე სახელით ადარნასე, რომელი მეფე იქმნა შემდგომად
Line of edition: 11 
   მამისა თჳსისა.3
Line of edition: 12 
   გარდაიცვალა აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, მისა აშოტ დიდისა ქორონიკონსა პ~ზ.

Line of edition: 13 
   გარდაიცვალა სუმბატ მამფალი არტანუჯელი, ძმა აშოტ კეკელასი და ძე ადარნასესი,
Line of edition: 14 
   ძისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~თ.

Line of edition: 15 
   გარდაიცვალა ძე ამის სუმბატისა, დავით მამფალი მონაზონ-ქმნილი, ქორონიკონსა რ~ჲგ.

Line of edition: 16 
   გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთ-ერის-თავი, ძე მის დავით მამფალ-მონაზონისა, ქორონიკონსა
Line of edition: 17 
   ს~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ.

Line of edition: 18 
   გარდაიცვალა ესე ბაგრატ, ძე სუმბატისი და ძმა დავითისი, ქორონიკონსა ს~ჱ, მას-ვე
Line of edition: 19 
   წელსა, რომელსა წელსა მოკუდა მამა მისი სუმბატ, და დაუტევნა ძენი ორნი: გურგენ და
Line of edition: 20 
   სუმბატ.

Line of edition: 21 
   ხოლო გურგენ დაუტევა ძე ერთი, სახელით დემეტრე; და სუმბატ დაუტევა ძე ერთი,
Line of edition: 22 
   სახელით ბაგრატ.

Line of edition: 23 
   გარდაიცვალა გურგენ კურაპალატი, ძმა სუმბატ მამფალ არტანუჯელისა და ძე ადარნასესი,
Line of edition: 24 
   ძმისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~ია.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.