TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 259

Page of edition: 262 

Line of edition: 1 
   ხოლო ფადლა ქორეპისკოპოსი განძლიერდა და დაიმორჩილნა გარდაბანელნი, და
Line of edition: 2 
   შემდგომად მისსა დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად; და იპყრობდეს ქართლს აზნაურნი.

Line of edition: 3 
   მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა
Line of edition: 4 
   სომეხთა / მეფე სუმბატ ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხესა,
Line of edition: 5 
   და მოიღეს პალან-კურდანი, აღმოაგეს ზემო-კერძო და წარიღეს ციხე ჴერჴითა.

Line of edition: 6 
   ხოლო კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუ-მოსცა უფლისციხე და
Line of edition: 7 
   ყოველი ქართლი.

Line of edition: 8 
   ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი,
Line of edition: 9 
   რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა
Line of edition: 10 
   არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი,
Line of edition: 11 
   სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგნა
Line of edition: 12 
   ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეო/ტობით და მიმართა მთათა / აფხაზეთისათა,
Line of edition: 13 
   და მუნ იყოფოდა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.