TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 260

Page of edition: 263 

Line of edition: 1 
   და მოვიდა აბუსაჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი,
Line of edition: 2 
   მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა.

Line of edition: 3 
   და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნი-მე
Line of edition: 4 
   წარვიდეს და რომელთა-მე ეწივნეს და დაჴოცნეს, ვითარ-ცა ცნეს ბოჭორმელთა
Line of edition: 5 
   ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუ/ეწნეს. რაჟამს მოვიდეს,
Line of edition: 6 
   პოვეს იგი უკაცური და თქუეს: "რომელი ბაკი იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს;
Line of edition: 7 
   და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ". აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს
Line of edition: 8 
   ციხედ-ვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღჳვნეს.

Line of edition: 9 
   ხოლო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონე მისი,
Line of edition: 10 
   მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: "ვინ გაწჳა აქა მოსლვა?" და უთხრა:
Line of edition: 11 
   "მაწჳა დედამან ჩემმან". და თქუა: "არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა". და
Line of edition: 12 
   შეუყუარდა სიკეთისა მისისათჳს და განუტევა, გარნა ბოჭო/რმა თჳთ დაიჭირა.

Line of edition: 13 
   შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოჴრა ქართლი; და ვიდრე იგი
Line of edition: 14 
   შემოვიდოდა, მოარღჳვნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ. შე/ვიდა
Line of edition: 15 
   მუნით სამცხეს, და მოაოჴრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგჳსასა. და
Line of edition: 16 
   ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა
Line of edition: 17 
   გარე და უწყო ბრძოლად.

Line of edition: 18 
   იყო მუნ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ
Line of edition: 19 
   ყოველთა დღეთა მოყუასთა თჳსთა თანა. და ვითარ წარიღეს ციხე იგი, შეიპყრეს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.