TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 266

Page of edition: 269 

Line of edition: 1 
   ცოცხლებით გაგზავნისა, და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა. ხოლო ლეონ,
Line of edition: 2 
   ძე მეფისა, არა ლამოდა განტევებასა კჳრიკესსა, რამეთუ არ-ცა პირველ შეპყრობასა
Line of edition: 3 
   იყო ნება მისი, გარნა არა უსმინა მამამან / მისმან. და კჳრიკე ესე პირი ითხოვა,
Line of edition: 4 
   რათა მას ზამთარსა არა აღიღონ ციხე / ბოჭორმა, და შემდგომად აღვსებისა წარვიდეს
Line of edition: 5 
   და ნება სცეს. ამისთჳს აღიღეს ციხე ნახჭევანისა და შვილი ერთი უმრწემესი,
Line of edition: 6 
   დავით, მძევლად, და განუტევეს დღესა ლამპრობასა.

Line of edition: 7 
   წარვიდა მეფე აფხაზეთად, და შევიდა კჳრიკე ბოჭორმას; ეკაზმოდა და ლამოდა
Line of edition: 8 
   შემდგომად აღვსებისა წარსლვასა. მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ
Line of edition: 9 
   თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე
Line of edition: 10 
   სხჳლოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური
Line of edition: 11 
   სხუა, და მიერთნეს კჳრიკეს. დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და მცირედთა დღეთა
Line of edition: 12 
   წარიხუნეს ციხენი ყოველნი; დაარღჳვნეს შურის-ციხე და ლოწობანთა, და კუალად
Line of edition: 13 
   ეუფლა კჳრიკე მამულსა თჳსსა.

Line of edition: 14 
   მოვიდეს და უთხრეს გიორგი მეფესა წაღება კახეთისა დ/აუმძიმდა დიდად, და
Line of edition: 15 
   აბრალა ყოველთა ვინ-ცა-ვინ აწჳა გაშუება კჳრიკე ქორეპისკოპოსისა. და ვითარ
Line of edition: 16 
   ამას შინა გარდაჴდა ზამთარი, / კუალად გაგზავნა ლაშქარი თჳსი, და ძე მისი ლეონ
Line of edition: 17 
   უჩინა წინა-მძღურად. და მივიდა და მოწუა კახეთი, და მას-ვე ლ/აშქრობასა შინა მოართუეს
Line of edition: 18 
   ამბავი: მიცვალება დიდისა და ღმრთის-მოყუარისა გიორგი მეფისა. მაშინ მოუწოდა
Line of edition: 19 
   ლეონ კჳრიკე ქორეპისკოპოსსა; და შეკრბეს ბაზალეთს, ტბისა პირსა, თჳთო
Line of edition: 20 
   ცხენოსნითა, და იუბნეს დღე ერთი, ვიდრემდის განუცხადა მიცვალება მამისა თჳსისა.

Line of edition: 21 
   და აჰკიდა სიყუარული, და უქადა ძისა მისისა სიძობა. და ვითარ-ცა ესმა ესე კჳრიკეს,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.