TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 270

Page of edition: 273 

Line of edition: 1 
   ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოსთა.

Line of edition: 2 
   {რამეთუ ამათ ჟამთა შინა განუდგა მეფესა ბერძენთასა სკლიაროსი და ყოველი ჴმელით
Line of edition: 3 
   კერძი დაიპყრა; მეფენი და დედოფალი შეწყუდეულ ყვნა ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა. ამას
Line of edition: 4 
   რა შინა იყვნეს. განიზრახეს, ვითარმედ: "ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არა-ვინ
Line of edition: 5 
   არს"3 დაწერეს წიგნები ვედრებისა და წარმოგზავნეს ქართველი თორნიკე რომელ მყოფ იყო
Line of edition: 6 
   დიდსა ლავრასა შინა მთა-წმიდისასა, მონასტერსა დიდისა ათანასესსა, დავით კურაპალატისა
Line of edition: 7 
   თანა, რათა შემწე ეყოს მათ.

Line of edition: 8 
   იხილა რა ესე კურაპალატმან, ფრიად განიხარა და წიგნები ბერძენთა მეფისა მიითუალა,
Line of edition: 9 
   და ყოველი-ვე საქმე თორნიკ[ე] გააცადა რომლისათჳს-ცა განზრახვა ქმნეს, (და) რათა ლაშქარნი
Line of edition: 10 
   წარგზავნენ საბერძნეთს, და სპასალარად თორნიკე განაჩინეს. ხოლო თორნიკე კურაპალატისა
Line of edition: 11 
   და თავისი წიგნები ბერძენთა მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველი-ვე ნება კურაპალატისა აუწყა.

Line of edition: 12 
   და მაშინ მისცნეს მეფემან ბერძენთამან ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი კურაპალატსა, რათა
Line of edition: 13 
   თავის სიცოცხლეში აქუნდეს.

Line of edition: 14 
   და აზნაურთა შვილნი მძევლად ითხოვნა დავით კურაპალატისაგან. და მისცა მძევლად
Line of edition: 15 
   უფლისწელნი. და კუალად ითხოვნა: ცოლის ძმათა მამისა იოანესთა ძე მისი ეფთჳმე მიგუარეს
Line of edition: 16 
   მეფესა ბერძენთასა ესე რა ცნა იოანე, უნდა თუ არა, უნებლიეთ თავი თჳსი გამოაცხადა და
Line of edition: 17 
   სამეუფოდ ქალაქად აღვიდა და ვინათგან მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუჰარბისა, რომელ იყო
Line of edition: 18 
   სიმამ/რი მამისა იოანესი, და იოანესდა-ცა ფრიადი სიყუარული აჩუენეს მის ზედა, და კეთილად
Line of edition: 19 
   მოიკითხეს. და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს-გება იქმნა შორის იოანესსა და
Line of edition: 20 
   სიმამრისა
Line of edition: 21 
   მისისა ეფთჳმესთჳს. რამეთუ არა ენება მოცემა მისი, და ფრიად აბრალა მას იოანე,
Line of edition: 22 
   ვითარმედ: "რა არს ესე? ნუ-უკუე შვილ არა გესხნეს-ა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ
Line of edition: 23 
   მათ სწყალობდით ვითარ-ცა შვილთა თჳსთა, და შვილი ჩემი ვითარ-ცა ობოლი მძევლად გასწირეთ,
Line of edition: 24 
   გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ". და ესრეთ განგებათა საღმრთოთა და ბჭობითა მეფეთათა
Line of edition: 25 
   თჳსი შვილი მიიყვანა და კუალად ულუმბოდ-ვე მიიქცა.

Line of edition: 26 
   ხოლო თორნიკ[ე] მოუწერა კურაპალატსა: "ვიცით, რომელ ღმერთი შეგეწევის და ნურა-რას
Line of edition: 27 
   ორგულობ; და ოდეს ღმერთმან წარგიმართოს, ყოველნი წინა-აღმდგომნი ჩუენნი დატყუენენ,
Line of edition: 28 
   და ყოველი-ვე ნატყუენავი მათი შენი იყოს" რომლისათჳს-ცა მისცა კურაპალატმან თორმეტი
Line of edition: 29 
   ათასი მჴედარი რჩეული, და შეწევნითა ქრისტესითა აოტა სკლიაროსი, და ვიდრე სპარსეთად-ვე
Line of edition: 30 
   მეოტად წარიქცია. და მერმე შეიქცა სიტყჳსაებრ მეფეთასა და ტყუე ყვნა ყოველნი დიდებულნი
Line of edition: 31 
   საბერძნეთისანი, და მონაგები მათი იავარ-ყო, და რომელი-მე ლაშქართა განუყო, და რომელი-მე
Line of edition: 32 
   თჳთ დაიმჭირა ნატყუენავი ფრიადი და დიდ-ძალი: ოქრო, და ვეცხლი, და სტავრა, და სხუა
Line of edition: 33 
   ესე-ვითარი, და უკუნ-იქცა, და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა.}



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.