TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 269

Page of edition: 272 

Line of edition: 1 
   ვითარ მოვიდა თეოდოსი წინაშე ძმისა თჳსისა, დაყვნა დღენი მცირედნი. ხოლო
Line of edition: 2 
   დემეტრე მეფემან დაივიწყა შუა-მდგომლობა ღმრთისა და კა/ცთა, და შემართა ფიცთა
Line of edition: 3 
   გატეხა: შეიპყრა თეოდოსი და დასწუნა თუალნი. და ვითარ იხილეს ესე მყოფთა
Line of edition: 4 
   მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსა ერქუა ჭალა-მეფე, და ვერ
Line of edition: 5 
   შეუძლეს ამისი ქმნა, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მჴნე და ახოვანი. და რაჟამს აღესრულა
Line of edition: 6 
   დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელ არღარა დარჩა
Line of edition: 7 
   მკჳდრი აფხაზეთისა და ქართლისა, გამოიყვანეს თეოდოსი, და დასუეს მეფედ.

Line of edition: 8 
   მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერის-თავი
Line of edition: 9 
   ქართლისა ივანე მარუშის-ძე, კაცი ძლიერი / და ერ-მრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით
Line of edition: 10 
   კურაპალატისა; აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა,
Line of edition: 11 
   აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა,
Line of edition: 12 
   ასულის-წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელ/სა ეყოდა დედულად აფხაზეთი და
Line of edition: 13 
   ქართლი. / ესე-ვე ივანე მარუშის-ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და ვითარ-ცა მოისმინა
Line of edition: 14 
   დავით კურაპალატმან სიტყუა ივანე მარუშის-ძისა, წარმოემართა ძალითა თჳსითა
Line of edition: 15 
   ყოვლითა, და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს
Line of edition: 16 
   ვითარ-ცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.

Line of edition: 17 
   მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქუაჴურელთა; მოეგება წინა ქართლის
Line of edition: 18 
   ერის-თავი ივანე მარუშის-ძე, აღიღო მისგან უფლისციხე, და მიუბოძა ბაგრატს და
Line of edition: 19 
   მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესუა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ,
Line of edition: 20 
   ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თჳსად.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.