TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 272

Page of edition: 275 

Line of edition: 1 
   და დედოფალი გუარანდუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წი/რქუალის
Line of edition: 2 
   ციხე და გრუი თჳთ დაიჭირეს. მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ
Line of edition: 3 
   დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა და
Line of edition: 4 
   დედა ბაგრატისი.

Line of edition: 5 
   და ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი სამი, და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი
Line of edition: 6 
   მწუხარე. განირყუნა ქუეყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება, პირველთა
Line of edition: 7 
   მეფეთაგან განწესებული იხილეს რა წარჩინებულთა მის ქუეყანისათა, იყვნეს ყოველნი
Line of edition: 8 
   ერთობით მწუხარებასა შინა დიდსა.

Line of edition: 9 
   ამან-ვე ივანე მარუშის-ძემან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა
Line of edition: 10 
   და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერის-თავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა
Line of edition: 11 
   გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისგან. ხოლო მან დიდითა
Line of edition: 12 
   იძულებითა ძნელად აღა/სრულა თხოვა მათი; ვითარ-ცა ვთქუ პირველად, უშვილო იყო
Line of edition: 13 
   დავით კურაპალატი, და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისა-ვე კერძოსა
Line of edition: 14 
   ტაოსა. გარნა რაჟამს უმკჳდრო ქმნილ იყო ქუეყანა ქართლისა და აფხაზეთისა, მოსცა
Line of edition: 15 
   მათ ს/იმტკიცითა და მძევლითა.

Line of edition: 16 
   შთაიყვანეს იგი აფხაზეთს, დალოცეს / მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა
Line of edition: 17 
   მისსა: რამეთუ განსრულებულ იყო ასაკითა. და ვითარ გარდაჴდა ამას შინა
Line of edition: 18 
   წელიწადი ორი, იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად
Line of edition: 19 
   პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისა, გინა თუ უმეტესადრე ვთქუა, რამეთუ
Line of edition: 20 
   ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თჳსისასა, დიდისა მეფისა დავით
Line of edition: 21 
   კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა. გამოგზავნა
Line of edition: 22 
   თეოდოსი მეფე, დედის ძმა მისი, ტაოს წინაშე დავით კურაპალატისა, რამეთუ ესე



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.