TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 273

Page of edition: 276 

Line of edition: 1 
   საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა,
Line of edition: 2 
   გინა შიში უწესოებისათჳს მისა მიმართ აქუნდეს.

Line of edition: 3 
   შემდგომად ამისსა გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლ/ილნი
Line of edition: 4 
   ქართლისანი მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა
Line of edition: 5 
   რომელთა-მე არა ენება გარდამოსლვა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა
Line of edition: 6 
   ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გუარანდუხტისასა.

Line of edition: 7 
   იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, / მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა
Line of edition: 8 
   მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა / მეფემან, აღუზახნა სპათა თჳსთა, მივიდეს
Line of edition: 9 
   და შეებნეს. იოტნეს ქართველნი: რომელნი-მე დაჴოცნეს, რომელნი-მე დაიპყრნეს და
Line of edition: 10 
   სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს. მოვიდა უფლისციხეს, აღიღო
Line of edition: 11 
   ციხე დედისაგან თჳსისა, დაყვნა დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი;
Line of edition: 12 
   წარიყვანა დედა თჳსი და წარვიდა .ქუეყანად აფხაზეთისა. და ვითარ-ცა ჴელოვანმან
Line of edition: 13 
   მენავეთ-მოძღუარმან განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისა: რამეთუ მცირედ ამხილის
Line of edition: 14 
   ყოველთა, ვინ უკუე პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდის ერთ-გული და მისანდობელი
Line of edition: 15 
   თჳსი.

Line of edition: 16 
   და ამას შინა გარდაჴდეს წელიწადნი რა-ოდენნი-მე. იყო მას ჟამსა ერის-თავად
Line of edition: 17 
   კლდე-კართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით-კერძო
Line of edition: 18 
   ყოველი-ვე, / თრიალეთი, მანგლის-ჴევი და სკჳრეთი; არა მორჩილობდა კეთილად
Line of edition: 19 
   ბაგრატ მეფესა.

Line of edition: 20 
   შეკრიბა უცნაურად სპა თჳსი ყოველი ბაგრატ მეფემან და გამოვიდა ქართლს:
Line of edition: 21 
   ენება შეპყრობა რატი ერის-თავისა. მაშინ უკუე აუწყეს მსწრაფლ დავით კურაპალატსა
Line of edition: 22 
   და უთხრეს ესრე / სახედ: "არა სადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.