TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 274

Page of edition: 277 

Line of edition: 1 
   სიკუდილად შენდა. და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა / ბაგრატისი, მისლვად შვილისა
Line of edition: 2 
   თჳსისა თანა. ხოლო დავით კურაპალატი წარმოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა
Line of edition: 3 
   თჳსსა და უჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა
Line of edition: 4 
   ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგი-ცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე,
Line of edition: 5 
   რამეთუ ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისგან წაღებასა მეფობისასა. მოვიდეს და დადგეს
Line of edition: 6 
   დლივს სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხჳ, და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს
Line of edition: 7 
   ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს
Line of edition: 8 
   გურგენ, და შთაიხუეწა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა.

Line of edition: 9 
   მას ჟამსა მოსრულ იყო ბაგრატ თრიალეთს; დადგა კარუშეთს. გაგზავნა მოციქული,
Line of edition: 10 
   / განახნა ლაშქარნი და იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინა-აღდგომა
Line of edition: 11 
   დავით კურაპალატისა. მაშინ დაუტევნა სპანი თჳსნი ადგილსა ზედა, და თჳთ მარტო
Line of edition: 12 
   მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობა და აუწყა, ვითარმედ: "სხჳსა არა რომლისათჳს
Line of edition: 13 
   / მოვედ, გარნა არა მორჩილებისათჳს რატისა". ხოლო მან გაგზავნა და უბრძანა ესრეთ:
Line of edition: 14 
   "მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვსცან / დასტური,
Line of edition: 15 
   რომელ უბრალო ხარ. არამედ მითავისუფლებიხარ რატის ზედა: დაიმორჩილე ვითა-ცა
Line of edition: 16 
   სახედ გწადიან".

Line of edition: 17 
   მაშინ წარმოვიდა სიხარულითა სავსე, და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთად-ვე, რათა
Line of edition: 18 
   ვერ უგრძნას რატი და უგრძნეულად მივიდეს ოდეს არა გონებდეს. ვითარ მოიწია
Line of edition: 19 
   ჟამი ზამთრისა, მოვიდა ძალითა თჳსითა ყოვლითა და მოადგა კლდე-კართა იხილა
Line of edition: 20 
   რა ესე რატი, გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.