TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 275

Page of edition: 278 

Line of edition: 1 
   ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თჳსი ბაგრატს, და თჳთ დაჯდა მამულსა
Line of edition: 2 
   თჳსსა არგუეთს.

Line of edition: 3 
   {ხოლო ამას ჟამსა შინა გარდაცვალებულ იყო დავით დიდი კურაპალატი, ვითარ-ცა
Line of edition: 4 
   ვთქუთ ზემორ[ე]. და ვითარ მოკუდა ესე დავით, არა დაშთა ძე.

Line of edition: 5 
   და აოჴრდა იმიერ-ტაო და გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი
Line of edition: 6 
   აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა.

Line of edition: 7 
   და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და მამა მისი გურგენ, და მოსცა მათ
Line of edition: 8 
   ბასილი მეფემან პატივად გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა ვითა
Line of edition: 9 
   მტერ ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ
Line of edition: 10 
   ჭეშმარიტი და წრფელი იყო, და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა
Line of edition: 11 
   უძლო ღონის-ძიებითა.

Line of edition: 12 
   და შემდგომად ამისა რა-ოდენთა-მე წელთა გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, მამა
Line of edition: 13 
   ამის ბაგრატ მეფისა და ძე ბაგრატ მეფე რეგუნისა, ქორონიკონსა ს~კჱ.}
Line of edition: 14 
   კუალად ვითარ წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე და ვითარ ვთქუ პირველ-ვე,
Line of edition: 15 
   მოიწყუნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისა/ნი: ურჩნი თჳსნი შეცვალნა დიდებისაგან
Line of edition: 16 
   და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთ-გულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა
Line of edition: 17 
   მისთა. და წარემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა
Line of edition: 18 
   განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თჳსი უმეტეს ყოვლისა ჟამისა.

Line of edition: 19 
   გა/მოილაშქრა ყოვლითა სპითა თჳსითა, გარდამოვიდა ქართლს, წარგზავნა მოციქული
Line of edition: 20 
   კახეთს, ითხოვნა ციხენი ქართლისანი, რომელნი მათ ჰქონდეს. მას ჟამსა იყო
Line of edition: 21 
   ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ მიუმცნო ესრეთ:
Line of edition: 22 
   "უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი; ხოლო მე
Line of edition: 23 
   წინა მოგეგებო ქსანსა ზედა".

Line of edition: 24 
   განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე. და კურაპალატი იყო მას ჟამსა
Line of edition: 25 
   დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თჳთ-ვე
Line of edition: 26 
   ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთ-მეფისა. წარგზავნა კაცი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.