TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 276

Page of edition: 279 

Line of edition: 1 
   მოსწრაფედ, აწჳა სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა, და თჳთ წარემართა ზემოთა
Line of edition: 2 
   ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ჴიდი მცხეთისა. და მოერთნეს თანა აფხაზნი
Line of edition: 3 
   / და ქართველნი. დადგა თიანეთს, და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა
Line of edition: 4 
   დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხჳ; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აღიღო
Line of edition: 5 
   ქუეყანა ჰერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა
Line of edition: 6 
   და მათ-ვე ჟამთა, რაჟამს წარმოვიდა / ბაგრატ აფხაზთა მეფე, კუალად მიიქცეს
Line of edition: 7 
   კაცნი ჰერეთისანი და მიერთნეს დავითს; აღიღო დავით ჰერეთი. შემდგომად მცირედისა
Line of edition: 8 
   ჟამისა მიიცვალა. / კუალად გამოვიდა ყოვლითა სპითა თჳსითა ბაგრატ,
Line of edition: 9 
   აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თჳსად, იწყო ძებნად კახეთისა,
Line of edition: 10 
   და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი.

Line of edition: 11 
   შეაწყუდია კჳრიკე ბოჭორმას, და დაუყენნა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი,
Line of edition: 12 
   წარიღო ბოჭორმა-ცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კჳრიკე
Line of edition: 13 
   და დაიჭირა თჳსსა კარსა ზედა.

Line of edition: 14 
   მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერის-თავთა ჰერეთისა და
Line of edition: 15 
   კა/ხეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად
Line of edition: 16 
   ადგილითი-ადგილად. ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი,
Line of edition: 17 
   დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა
Line of edition: 18 
   მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა; აწჳა, რათა იძიოს შური ფადლონისგან. ხოლო
Line of edition: 19 
   მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.