TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 280

Page of edition: 283 

Line of edition: 1 
   ვიდრე ამა ბაგრატის გამეფებამდე. და ოდეს მეფე იქმნა, რომელნი-მე გარდაცვალებულ იყვნეს
Line of edition: 2 
   და რომელნი-მე ამას ჟამსა გარდაიცვალნეს. და არღარა-ვინ იყო ამის ჟამში სხუა ბაგრატოანი,
Line of edition: 3 
   თჳნიერ სუმბატისა და ძმისა მისისა გურგენისა, რომელნი მეფობდეს კლარჯეთს, ძენი ბაგრატ
Line of edition: 4 
   არტანუჯელისანი, რომელთა სიკუდილი ზემო-რე აღვწერეთ:
Line of edition: 5 
   სუმბატის სიკუდილი, ს~ლა ქორონიკონ-ზე;
Line of edition: 6 
   ძმისა მისისა გურგენისა სიკუდილი, ს~ლბ ქორონიკონ-ზე.

Line of edition: 7 
   ხოლო ესრეთ იყო გარდაცვალება მათი: რამეთუ მაშინ ოდეს-მე ამან ბაგრატ მეფემან
Line of edition: 8 
   კურაპალატმან მოიყვანნა ესე ორნი ძმანი, კლარჯთა ჴელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი
Line of edition: 9 
   ბაგრატ არტანუჯელისანი, დარბაზობად მის წინაშე, ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა
Line of edition: 10 
   შეიპყრნა იგინი და აღიხუნა ციხენი და ქალაქნი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა
Line of edition: 11 
   შინა თმოგჳსასა, და მუნ ციხესა შინა გარდაიცვალნეს სუმბატ და გურგენ.

Line of edition: 12 
   ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე გურგენისი დემეტრე და ძე
Line of edition: 13 
   სუმბატისი ბაგრატ, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნი-ვე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ
Line of edition: 14 
   დაშთეს ამა ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

Line of edition: 15 
   {ჩანართი}
Line of edition: 16 
   {ამისსა შემდგომად ბაგრატ მეფემან მოვლო ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი
Line of edition: 17 
   და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა, და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მას-ვე
Line of edition: 18 
   ციხესა ფანასკერტისასა, წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ მეფე.}
Line of edition: 19 
   მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და გარდაიცვალა შემკობილი მჴცითა შუენიერითა,
Line of edition: 20 
   ქრონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა, თუესა მაისსა შჳდსა, დღესა პარასკევსა. და იყო
Line of edition: 21 
   დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს და წარმოიღო გუამი მისი ზჳად/მან ერის-თავთ-ერის-თავმან,
Line of edition: 22 
   და დამარხა ბედიას.

Line of edition: 23 
   შემდგომად მისსა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი და იყო იგი-ცა სავსე ყოვლითა
Line of edition: 24 
   სიკეთითა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.