TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 279

Page of edition: 282 

Line of edition: 1 
   და უკეთუ ვინ-მე ინებოს თჳთოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა
Line of edition: 2 
   მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან
Line of edition: 3 
   არა-დავიწყებისათჳს.

Line of edition: 4 
   და ვთქუა ესე-ცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არა-ვინ
Line of edition: 5 
   გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და / ძალითა, და ყოვლითა გონებითა;
Line of edition: 6 
   ეკლესიათა მ/აშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის-მოქმედი ყოველთა
Line of edition: 7 
   კაცთათჳს.

Line of edition: 8 
   {მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დასუა ამან მეფემან დიდებულთა კაცთა შვილი მეყვისი
Line of edition: 9 
   და გაზრდილი თჳსი მელქისედეკ კათალიკოზ-პატრიაქად. ხოლო ესე წმიდაჲ მეფე წარვიდა
Line of edition: 10 
   ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კოსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე
Line of edition: 11 
   კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა,
Line of edition: 12 
   დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო, და აღარა-ვინ
Line of edition: 13 
   იყო მწე აღშენებად და არ-ცა-რა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი. და მივიდა და მიუთხრა
Line of edition: 14 
   ყოველი შეუძლებლობა ქართველთა და სათხოველი თჳსი.

Line of edition: 15 
   მაშინ მეფემან ბასილი მოსცა მონასტერი ჴესტორია, რომელ[სა] რ~ე სოფელი აქუს,
Line of edition: 16 
   განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი-ვე სამღდელთმთავრო და
Line of edition: 17 
   სამღდელო სამკაული. წარმოვიდა და მოიწია ქუეყანასა-ვე თჳსსა ქართლად და სამეუფოდ ქალაქად
Line of edition: 18 
   მცხეთად, და იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედა-დაბურვითა,
Line of edition: 19 
   და ყოველი განასრულა. და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა-ცა,
Line of edition: 20 
   და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი ყოვლითა სამკაულობითა,
Line of edition: 21 
   ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შესჭედა სვეტი-ცხოველი ოქროთა და
Line of edition: 22 
   ვეცხლითა; და შესჭედა წმიდა საკურთხეველი ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა;
Line of edition: 23 
   და მოჭედა კანკელი და კარნი საკურთხეველისანი ოქროთა და ვეცხლითა; და შექმნა
Line of edition: 24 
   წმიდა სამარტვილო ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შექმნა ძელ[ნ]ი
Line of edition: 25 
   ცხოვრებისანი ორნი თუალითა და მარგალიტითა და დაასვენნა ყოველთა წმიდათა ნაწილნი
Line of edition: 26 
   აურაცხელნი და ძელი ცხოვრებისა სხუაჲ; მოჭედილნი ხატნი თუალითა და მარგალიტითა,
Line of edition: 27 
   ოქროთა და ვეცხლითა შემკულნი, რიცხვით ორმოცდათხუთმეტი; წიგნნი მოჭედილ-მოუჭედელნი,
Line of edition: 28 
   რომელ თვითან აღაწერინა და დასდვა, ჯუმლად ოცდახუთი.}
Line of edition: 29 
   {ჩანართი}
Line of edition: 30 
   {ხოლო ესე-ცა წარმოვთქუათ ჩუენ, რამეთუ რა-ოდენნი ბაგრატოანნი მეფედ და კურაპალატად
Line of edition: 31 
   ზემორ[ე] აგჳწერია, რომელნი-მე მეფობდეს ქართლსა და რომელნი-ვე სამცხე-ტაოსა შინა,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.