TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 278

Page of edition: 281 

Line of edition: 1 
   ამან-ვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ,
Line of edition: 2 
   მოცვალა მუნ გუდაყჳსა სა/ეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა
Line of edition: 3 
   ჴევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა
Line of edition: 4 
   ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი. უკეთუ ვის-მე ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად
Line of edition: 5 
   სიმაღლისათჳს დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა
Line of edition: 6 
   ეკლესიისა, და მისგან გულის-ხმა ყოს, რომელ არა-ვინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი
Line of edition: 7 
   მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა.

Line of edition: 8 
   ამან-ვე აკურთხა ეკლესია ქუთა/თისა განგებითა დიდითა / და მიუწდომელითა.

Line of edition: 9 
   რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენი და კათალიკოსნი, მღდელთ-მოძღუარნი
Line of edition: 10 
   და ყოველთა მონასტერთა წინა-მძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი
Line of edition: 11 
   და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი
Line of edition: 12 
   {ხოლო ამან ბაგრატ მეფემან კურაპალატმან დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა
Line of edition: 13 
   ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე, და ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო სომხითისა
Line of edition: 14 
   ჴელმწიფებითა. მეფე სპარსთა მეგობარ და ერთ-გულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა,
Line of edition: 15 
   უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთა მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.}
Line of edition: 16 
   ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა
Line of edition: 17 
   ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი,
Line of edition: 18 
   მახლობელნი / და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ
Line of edition: 19 
   ვითარ-ცა თჳსნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და
Line of edition: 20 
   წინა-აღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.