TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 293

Page of edition: 296 

Line of edition: 1 
   და აჴადა ამას წმიდასა კათოლ/იკე ეკლესიასა. და ყოველნი სოფელნი, რომელნი წმიდისა კათოლიკე
Line of edition: 2 
   ეკლესიისანი არიან, ააშენნა და დადგნა ყოველგან სახლნი და ააგო ეკლესიანი რიცხჳთ
Line of edition: 3 
   ყოველნი-ვე.

Line of edition: 4 
   და შემდგომად სამხრით სადიაკვნოსა წმიდათა მოწამეთა სამარტჳლოსა შიგან შექმნა საფლავი
Line of edition: 5 
   თჳსი, და დადგა საკურთხეველი. დააყენა საფლავსა თჳსსა ზედა გაზრდილი მისი იოანე,
Line of edition: 6 
   და უჩინა ამა საკურთხეველსა [და] ჟამის-მწირველსა, და მისცა თემს გლეხი სამი ფუძითა
Line of edition: 7 
   სრულითა, ვენაჴი ერთი, მიწა ერთი, წის-ქვილი ერთი, ჭალა და ოტათლოანს გლეხი ერთი;
Line of edition: 8 
   ციხედიდს გლეხი ერთი, ორი-ვე ფუძითა სრულითა, და ვენაჴი ერთი; მცხეთას სენაკი ერთი,
Line of edition: 9 
   ბოსელი, ყანა, ვენაჴი - ესე ყოველი ჴელ-შეუვალად თავის-უფლად მისცა და გაირიგა სამკჳდრო
Line of edition: 10 
   სასულიერო აღაპნი და მოსაჴსენებელი და გარდაიცვალა წმიდა ესე, და აწ წარუმართენ ღმერთმან
Line of edition: 11 
   ოქროპირს, მელქისედეკისგან შვილად გაზრდილსა; დაჯდა კათალიკოს-პატრიაქად ოქროპირი, და
Line of edition: 12 
   ამან-ცა მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და აღაშენა
Line of edition: 13 
   დასავლის კუთხს სამხრით ეკვდერი, ქვითა წმიდითა და თეთრად შუენიერად გამოქანდაკებულითა,
Line of edition: 14 
   ყოვლად წმიდისა და კათოლიკე ეკლესიისა, და სხუა შესავალნი რა-ც იყვნეს მოაჴსენა
Line of edition: 15 
   ბაგრატ კურაპალატსა და კჳრიკე კახთ მეფესა, დის-წულსა კჳრიკე მეფისასა, და შეუვალად
Line of edition: 16 
   გაუჴადნეს და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა. წმიდამან ამან კათალიკოს პატრიაქმან
Line of edition: 17 
   ოქრო/პირ(მა) მრავალნი ეკლესიანი აღაშენნა და განა[ა]ხლნა.}
Line of edition: 18 
   და შემდგომად ამისა მოირჭუნა და ეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავის მამულსა
Line of edition: 19 
   ზედა ბაგრატ.

Line of edition: 20 
   და დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა.

Line of edition: 21 
   და ვიდრე ყრმა-ღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იპირნეს
Line of edition: 22 
   ლიპარიტ და ივანე აბაზას-ძე; მოვიდა დიდი კჳირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით
Line of edition: 23 
   /სომეხ/თა მეფე, და ჯაფარ ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კჳრიკესითა
Line of edition: 24 
   შეკრებულ იყვნეს ეკლეცს ფადლონს ზედა; გაა/ქციეს ფადლონ და აუწყჳდეს
Line of edition: 25 
   ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხჳ. ამიერითგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა (?)
Line of edition: 26 
   ფადლონ.

Line of edition: 27 
   და სიმცირესა-ვე შინა ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ ლიპარიტის-ძემან და ივანე
Line of edition: 28 
   აბაზას-ძემან, ქართლის ერის-თავმან, მუხათ-გუერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა
Line of edition: 29 
   ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთჳსი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.