TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 294

Page of edition: 297 

Line of edition: 1 
   შეიწყალა აფხაზთა მეფემან და დაუტევა ტფილისს ზედა ამირად; და მიერითგან
Line of edition: 2 
   დარჩა მტერობა ლიპარიტეთ და ამირას შუა.

Line of edition: 3 
   და შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ ბაგრატს წაღება ტფილისისა.

Line of edition: 4 
   მოადგეს ტფილისსა მტკუარსა ამიერით, ზემოთ და ქუემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი,
Line of edition: 5 
   და წყალსა იმიერით, ისნით კერძო, მოადგეს ლაშქარნი კახნი და ჰერნი მას
Line of edition: 6 
   ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კჳრიკე ოვსისა ვის-მე მონისა მიერ, რამეთუ
Line of edition: 7 
   წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კჳრიკე მეფესა. და მესისხლეობით მოიკლა
Line of edition: 8 
   კჳრიკე მეფე ნადირობასა შინა, ფიდრაზის გორთა, ო/ვსისა მონისა მიერ.

Line of edition: 9 
   მას ჟამსა / იყო მეფე კახეთს გაგიკ, ძე დავით სომეხთა მეფისა სამშჳლდარისა
Line of edition: 10 
   და ძორაკერტელისა, დის-წული კჳრიკესი, და ბრძოდეს ორ წელ ტფილისსა. და მ/ას
Line of edition: 11 
   ჟამსა იყო ამირად ჯაფარ, ძე ალისი. და ესრე შეაჭირვეს ტფილელთა, რომელ ლიტრა
Line of edition: 12 
   ვირის ჴორცი ხუთას დრამად ასყიდიეს, და ვერ-ღა-რა დაუდგმიდეს შიმშილთა და
Line of edition: 13 
   ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა
Line of edition: 14 
   ბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა
Line of edition: 15 
   და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა შემზადა ტივები და ნავები ღამით წარსლვად
Line of edition: 16 
   განძას ლაშქარიას თანა ფადლონის შვილსა და რომელთა-მე დიდებულთა აფხაზთა
Line of edition: 17 
   მეფისათა ლიპარიტისაგან ფარულად გააზრახეს მეფესა არა განძება ამირასი, და
Line of edition: 18 
   ფარულად ლიპარიტისაგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დაამკჳდრეს ამირა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.