TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 295

Page of edition: 298 

Line of edition: 1 
   ტფილისსა-ვე ზედა. და იბირნა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ მთავარი მარილელი,
Line of edition: 2 
   დი-სიძე კჳრიკე მეფისა, და ხახჳლა გურთა ჯუარის-ციხი/თა; და მოეყარა აფხაზთა
Line of edition: 3 
   მეფე ქალაქსა და ემტერა კახთა. და მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუე-გამხედვარად
Line of edition: 4 
   თავის პატრონისაგან.

Line of edition: 5 
   გაილაშქრა აფხ/აზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუჴდა მთასა ზედა მიქელ-/გაბრიელთასა. და
Line of edition: 6 
   წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერის-თავი;
Line of edition: 7 
   და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერის-თავი; და ჯედი, დის-წული
Line of edition: 8 
   გოდერძისა, შტორის ერის-თავი და მაჭელისა. გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი
Line of edition: 9 
   ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კჳრიკე მეფისა აგებული. და ესე ერის-თავნი
Line of edition: 10 
   ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა; და ვერ-ღა-რა ჩავიდეს კახეთს და შემოიქცა, რამეთუ
Line of edition: 11 
   ლიპარიტ იწყო საურავთა გუერდ-ქცეულთა.

Line of edition: 12 
   შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი,
Line of edition: 13 
   საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. და მიერთნეს სხუანი-ცა ვინ-მე დიდებულნი
Line of edition: 14 
   და აზნაურნი, მოვლეს ზემო ქუეყანა და ჩამოვიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე
Line of edition: 15 
   მოწუეს ქართლი.

Line of edition: 16 
   და ჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წა/იღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი
Line of edition: 17 
   კაცნი მტკიცე იყვნეს ერთ-გულობასა ზედა ბაგრატისსა, თჳნიერ ფარსმან
Line of edition: 18 
   თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერის-თავისა. გავიდეს ჯავახეთს და
Line of edition: 19 
   იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას / ჟამსა უზღუდო იყო. არე ზამთრისა
Line of edition: 20 
   მოწევნულ იყო; ბერძენთა ენება / შეღმართ წასლვა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა
Line of edition: 21 
   მეფესა; უბოძა მეფემან ქართლის ერისთაობა. წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად და
Line of edition: 22 
   წარიტანეს დემეტრე თანა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.