TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 296

Page of edition: 299 

Line of edition: 1 
   და კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა.

Line of edition: 2 
   და დააგო სუემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი ცხრითა ციხითა ანისისათა,
Line of edition: 3 
   თჳნიერ ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად
Line of edition: 4 
   ეყვოდეს სომეხნი - სენაქერემ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის
Line of edition: 5 
   დედა.

Line of edition: 6 
   იყო ჟამი გაზაფხულისა და ბაგრატ აფხაზეთს იყო; მოადგა ანაკოპიას და მისწურა
Line of edition: 7 
   წასაღებელად და მოვიდეს ტფილელნი ბერნი, რამეთუ მის ჟამისა პირველ
Line of edition: 8 
   მომკუდარ იყო ტფილელი ამირა ჯაფარ. / უქადეს ქალაქი და უჴმეს სასწრაფოდ.

Line of edition: 9 
   წამოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქუაბულელ ჭაჭას-ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა.

Line of edition: 10 
   ამოიარა და მოვიდა ქუთათისს, და მოიყენა ქუთათისისა სამოქალაქოსა ლაშქარი,
Line of edition: 11 
   და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი მოიყვანნა ხუფათსა, დაუდგნეს ფილაკავანნი
Line of edition: 12 
   და ბრ/ძოდეს. და ამოიარა მეფემან და მოვიდა ქართლს, და მოვიდეს სხუანი მჴმ/ობელნი
Line of edition: 13 
   ბერნი ტფილელნი.

Line of edition: 14 
   წარემართა ტფილისად და მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი
Line of edition: 15 
   დიღმისა ველსა, და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული უმედეულსა, და დედათა
Line of edition: 16 
   და მამათა სიმრავლე იყო მოედანს. და იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა ორ-კერძო-ვე
Line of edition: 17 
   საშინელი, რომლისა ჴმითა იძრვოდა ქუეყანა; და იყო სიხარული ორ-კერძო-ვე განსაკჳრვებელი.

Line of edition: 18 
   შეიყვანეს და მოვლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და
Line of edition: 19 
   მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი, და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა. დაჯდა მეფე
Line of edition: 20 
   ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აღიღო ციხე ქალაქისა
Line of edition: 21 
   დარიჯელი, / და ორნი-ვე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინნა
Line of edition: 22 
   შიგან ლაშქარნი თჳსნი და ერის-თავნი. ხოლო ისნელთა / ჩააგდეს ჴიდი და არა მოსცეს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.