TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 297

Page of edition: 300 

Line of edition: 1 
   ისნი; დაუდგნეს ფილაკავანნი, და ბრძოდეს ისნსა, და ესროდეს ისარსა. და ისნის
Line of edition: 2 
   ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერის-თავთ-ერის-თავი გოდერძი, და ყოველნი
Line of edition: 3 
   დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშჳდობისა ძებნად.

Line of edition: 4 
   მაშინ განვიდა ბაგრატ მეფე ველსა ისნისასა, მოიყვანნა კახნი და ითაყვანნა, / მისცა
Line of edition: 5 
   მშჳდობა და განუტევნა. და იყო სიხარული და მშჳდობა და საურავი დღითი-დღე
Line of edition: 6 
   შემატებისა.

Line of edition: 7 
   და ვითარ ამას შინა / გარდაჴდეს დღენი ზაფხულისანი, და კუალად იწყო ლიპარიტ მათ-ვე ფიცხელთა
Line of edition: 8 
   საურავთა. და გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი,
Line of edition: 9 
   ერის-თავი არტანუჯისა, და ხისათა და ციხის-ჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი, და
Line of edition: 10 
   ივანე ერის-თავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის-ძე, ბეჭის ციხისა
Line of edition: 11 
   პატრონი, და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა და დააგდო ტფილისი / მეფემან, და
Line of edition: 12 
   გავიდა ჯავახეთს.

Line of edition: 13 
   ამისა შემდგომად გამოიყვანნა მაწყუერელმან მესხნი, განძითა ბაგრატისითა,
Line of edition: 14 
   შუელად მეფისა და მეფე დგა ღრტილას. ხოლო ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა
Line of edition: 15 
   ფოკათა. გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს. ვითარ-ცა
Line of edition: 16 
   ცნა ესე მეფემან, ზამთრისა ბუქთა საშინელთა გარდაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლს.

Line of edition: 17 
   და ლიპარიტ გამოიყვანნა ახლად საბერძნეთით დემეტრე, ძმა ბაგრატ მეფისა.

Line of edition: 18 
   ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო. და განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი:
Line of edition: 19 
   რომელნი-მე წარუდგინნა დემეტრეს, და რომელნი-მე დარჩეს ბაგრ/ატის ერთ-გულობასა
Line of edition: 20 
   შინა. და ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ჴელთა შინა, და ითხოვა
Line of edition: 21 
   იგი ბაგრატისგან, და ნაცვლად გაუშუა აბუსერი თავის / ციხითა მშჳდობით. და იყვნეს
Line of edition: 22 
   თანა-მდგომ ლიპარიტისსა კახნი ძალითა მათითა, და დავით სომეხთა მეფე ძალითა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.