TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 299

Page of edition: 302 

Line of edition: 1 
   შეიპყრეს სულა, კალმახისა ერის-თავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა
Line of edition: 2 
   სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მას-ვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და
Line of edition: 3 
   სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა, და მისცა. მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა
Line of edition: 4 
   ქუეყანასა და აღიხუნა ციხენი, და მიიერთნა თავადნი კაცნი, და გარეს-გარე წარვიდა
Line of edition: 5 
   ლიპარიტ მით-ვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა,
Line of edition: 6 
   და შემოიქცა თავის ქუეყანად.

Line of edition: 7 
   და შემდგომად წელიწდისა მოქცევისა გამოჩნდეს თურქნი სულტნისანი ბარაჰიმ-ილმი[ს]ა/ნი
Line of edition: 8 
   ქუეყანასა ბასიანისასა. გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უჴმეს
Line of edition: 9 
   ლიპარიტს. და წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედაჲს
Line of edition: 10 
   კ/ერძისათა. შეიბნ/ეს ორდროსა და უკუმიასა ქუემოთ, და გააქციეს ყოველი სპა საბერძნეთისა
Line of edition: 11 
   და ლიპარიტისა თურქთა იქმნა მოსრვა დიდი, და შეიპყრეს ლიპარიტ და
Line of edition: 12 
   წარიყვანეს ხუარასანს სულტანსა თანა. დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა
Line of edition: 13 
   ლიპარიტისთა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოება და გამოიყვანეს მეფე მეფედ. და
Line of edition: 14 
   კუალად მოირჭუნა და შეიპყრნა შვილნი ლიპარიტისნი; აიღო უფლისციხე და გამოუშუა
Line of edition: 15 
   ივანე.

Line of edition: 16 
   და დადგომილ იყვნეს განძას ქუეყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა.

Line of edition: 17 
   გამოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფემან ლიხტური ლაშქრითა დიდითა, და აწჳეს.

Line of edition: 18 
   ბაგრატ ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და წაჰყვა თანა. დაემართნეს თურქთა; და მივიდეს
Line of edition: 19 
   განძას კარსა, და მირიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუეყანა, და შემოიქცეს
Line of edition: 20 
   მშჳდობით. და ამისსა შემდგომად კუალად უჴმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი
Line of edition: 21 
   ბაგრატს, და შეიყვანეს შინა. და იყო სიხარული და მშჳდობა დიდი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.