TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 300

Page of edition: 303 

Line of edition: 1 
   ამისსა შემდგომად / დაეჴსნა / ლიპარიტ თურქთა, და შემოვიდა ანისს დააგდო
Line of edition: 2 
   ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა, აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს.

Line of edition: 3 
   განძლიე/რდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათჳს ბერძენთა მეფისა ტყუე-ქმნილ იყო;
Line of edition: 4 
   წარვიდა საბერძნეთს, და ნახა ბერძენთა მეფე, და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი.

Line of edition: 5 
   და ვერ-ღა-რა დაუდგა ბაგრატ.

Line of edition: 6 
   ამისსა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათისს მეფედ
Line of edition: 7 
   სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს. მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე
Line of edition: 8 
   კოსტანტინე მონომახი და [შემდგომად] მიხაელ. და ლიპარიტის სათნოთა სწრაფით
Line of edition: 9 
   ვერ-ღა-რა შემოიქცა ბაგრატ თავის მამულსა ზედა; და დაყო მუნ სამი წელიწადი დიდსა
Line of edition: 10 
   დიდებასა და პატივსა შინა.

Line of edition: 11 
   {მაშინ უკუე წმიდა მამა ჩუენი გიორგი მთა-წმიდელი მოვიდა მთა-წმიდითგან, ხილვისათჳს
Line of edition: 12 
   და სათხოველისა, კოსტანტინე მონომახისა თანა. ხოლო ესე რა სმენოდა ბაგრატ მეფე და
Line of edition: 13 
   დედა მისი დედოფალი მარიამ კოსტანტინეპოლედ მოსრულან, აღმოვიდა წინაშე ბაგრატ მეფისა
Line of edition: 14 
   და დედოფლისა მარიამისა. იხილეს რაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველთა მთავართა
Line of edition: 15 
   წა/რჩინებულთა მათთა, განიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ ასმიოდა საღმ[რ]თო იგი
Line of edition: 16 
   მოქალაქობა მისი. და მიიღეს წმიდა ლოცვა და მადლი მისი. და სულიერი სარგებელი ფრიადი
Line of edition: 17 
   მოისთულეს და მადლობდეს ღმერთსა.

Line of edition: 18 
   ამისა შემდგომად დაემოწაფა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატ მეფისა და იკურთხა მის
Line of edition: 19 
   მიერ სქემითა. ხოლო იყო რა ქალაქსა კოსტანტინეპოლედ ნათესავი სამარიტელთა, ტომისაგან
Line of edition: 20 
   სჳმონ მოგჳსა, და ესენი-ცა მგრძნეულობდეს მჴეცთა ზედა საკჳრველად უცხოდ. და ამას გიორგი
Line of edition: 21 
   ჯუარი გამოსახა და აყუდა შეგრძნება მისი. ესე რა ნახა მეფემან სასწაული ბერისა მის და
Line of edition: 22 
   მთავართა, აღივსნეს სიხარულითა და მიუთხრეს მონომახსა კოსტანტინეს.

Line of edition: 23 
   ამისა შემდგომად, ვითარ-ცა იხილა მეფემან ბაგრატ ესე-ვითარი სიწმიდით და ღირსებით
Line of edition: 24 
   მოქალაქობა და უსხეულოთა მსგავსი ცხოვრება და სასწაული მისი, დიდად შეიყუარა, ვითარ-ცა
Line of edition: 25 
   ანგელოზი ღმრთისა, და ღონესა ეძიებდა, რათა-მცა თჳსსა მამულსა წარიყვანა. და მისცა
Line of edition: 26 
   მღდელთ-მოძღურება ჭყონდიდისა საყდრისა, სადა შექმნა ბაგრატ საფლავი თჳსი და დაუსვენებიან



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.