TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 301

Page of edition: 304 

Line of edition: 1 
   მრავალნი წმიდათა მარტჳლნი. ამა წმიდამა[ნ] ბერმა[ნ] (დ)არა მი[ი]თუალა, არ-ცა დაიჭირა,
Line of edition: 2 
   რამეთუ ყოვლითა მსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა,
Line of edition: 3 
   და სიმდაბლესა შეიტკბობდა. და ესრეთ დაყო სამეფოსა ქალაქსა რა-ოდენი-მე წელი.

Line of edition: 4 
   ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა ზედა მოვიდეთ.}
Line of edition: 5 
   ვიდრე-ღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი,
Line of edition: 6 
   მეფედ, რათა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს.

Line of edition: 7 
   საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ
Line of edition: 8 
   და პატრონად დაჲ ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი, კაცი სრული და უნაცვალო
Line of edition: 9 
   სახითა, სიბრძნითა, სიუხჳთა, ღმრთის-მსახურებ/ი/თა და ყოვლითა სიკეთითა. და შემდგომად
Line of edition: 10 
   მცირედისა ჟამისა მოითხოვა გუარანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და
Line of edition: 11 
   გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა / მიუწდომელითა მიეგება
Line of edition: 12 
   ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღჳს-პირსა, ხუფათს. და იყო სიხარული
Line of edition: 13 
   და ღმრთის მადლობა დიდი, ბრძანა და შემოვიდა სახლად თჳსად ქუთათისს.

Line of edition: 14 
   და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა
Line of edition: 15 
   ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის
Line of edition: 16 
   ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა
Line of edition: 17 
   ქუემოთი კერძი დაწყობით.

Line of edition: 18 
   და მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა
Line of edition: 19 
   ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს, და
Line of edition: 20 
   შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გარდაეხუეწა და მიმართა
Line of edition: 21 
   კლდე-კართა; და არა შეუშუეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წარვიდა ანისს ბერძენთა
Line of edition: 22 
   თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე პყრობილნი სულა წარიყვანნა კალმახს. და მსწრაფლ /
Line of edition: 23 
   გაგზავნა სულა მეფისა / წინაშე სულთა ზედა მჴმობელნი. ხოლო გუარანდუხტ და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.