TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 302

Page of edition: 305 

Line of edition: 1 
   გიორგი, ძე ბაგრატისი, დგეს ღრტილას, და რა ცნეს შეპყრობა ლიპარიტისი, შეიყვანეს
Line of edition: 2 
   ახალქალაქსა და მუნ მოილოდინეს ბაგრატ სუ/ლთა ზედა. მოვიდა ბაგრატ და
Line of edition: 3 
   ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯუარი და ოძრჴე
Line of edition: 4 
   ბოდო-კლდითა, და სხუა-ცა მრავალი საქონელი და სამღდელთ-მოძღურონი, და
Line of edition: 5 
   რა-ცა უნდა.

Line of edition: 6 
   მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს, და მოჰგუარნა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი,
Line of edition: 7 
   და მოაჴსენნა; ჴელთა აღიხუნა ლიპარიტეთგან ციხენი არტანუჯი და ყუელი,
Line of edition: 8 
   უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდე-კარნი მტკიცედ ეპყრნეს ციხოვანთა; რამეთუ
Line of edition: 9 
   მუნ შიგან დგა ანამორი, მწიგნობართ-უხუცესი ლიპარიტისი მიიყვანეს თრიალეთს,
Line of edition: 10 
   ამოთა თხოვითა არა მოსცნეს ციხოვანთა კლდე-კარნი, აღმართნეს ძელნი და გაასხნეს
Line of edition: 11 
   მას ზედა ლიპარიტ და ივანე, და განწირნეს სიკუდილად. და შემდგომად დღეთა
Line of edition: 12 
   რა-ოდენთა-მე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა
Line of edition: 13 
   მშჳდობით გაშუებისათჳს ლიპა/რიტისა / და ივანესა. მოსცნეს კლდე-კარნი;
Line of edition: 14 
   გამოიღო თავისი ხუასტაგი და ჩაიცუნა ჩოჴანი ლიპარიტ, და შეჰვედრა ძე თჳსი
Line of edition: 15 
   ივანე მეფესა. დარჩა არგუეთის მამული ივანეს. ეფუცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისა/თჳს,
Line of edition: 16 
   და გაუშუეს და წარვიდა სამეფოსა.

Line of edition: 17 
   და შემდგომად მცირედისა ჟამისა გაიპარა და წარვიდა ივანე საბერძნეთს და
Line of edition: 18 
   დაყვნა მუნ წელნი რა-ოდენნი-მე. და ნიანია მოკუდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა; და
Line of edition: 19 
   ივანეს უურვა თავის მამამან ბაგრატს თანა.

Line of edition: 20 
   და თჳთ ბაგრატ-ცა გამოიზიდნა და გამოიყვანა ამას სამეფოსა, და უბოძა მამული
Line of edition: 21 
   არგუეთისა და ქართლისა, და ჰმონებდა ერთ-გულობით. და იყო თავად თავადთა-ვე
Line of edition: 22 
   თანა ამის სამეფოსათა და სპასალარ სიკეთითა მისითა. ხოლო ლიპარიტ მიიცვალა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.