TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 304

Page of edition: 307 

Line of edition: 1 
   და სთხოვა დის-წული ცოლად. და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაიღო ანისი,
Line of edition: 2 
   მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი, და წარვიდა ქუეყანად თჳსად სპარსეთად და
Line of edition: 3 
   ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.

Line of edition: 4 
   ხოლო დის-წული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმის-წული
Line of edition: 5 
   სომეხთა მეფისა კჳრიკესი. სთხოვა ბაგრატ და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა
Line of edition: 6 
   ბაგრატ მოციქულად დიდ-ძალად ერის-თავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი. იბირნა კაცნი
Line of edition: 7 
   სომეხთა მეფისანი-ცა, და სამშჳლდეს შემომავალი სომეხთა მეფე კჳრიკე და ძმა მისი
Line of edition: 8 
   სუმბატ შეიპყრეს ქუეშის-ჭალასა, და აცნობეს ბაგრატს. და წარვიდა ქვაჴურელთათ.

Line of edition: 9 
   მსწრაფლ, და მოგუარნეს პყრობილნი კლდე-კართა ქუეშე / სთხოვა სამშჳლდე და არა
Line of edition: 10 
   მოსცეს, რამეთუ ერთი ძმა მათი ადარნასე შესრულ იყო სამშჳლდეს. ხოლო მიიყვანეს
Line of edition: 11 
   სამშჳლდეს და ამართეს ძელი, და გასუეს სომეხთა მეფე კჳრიკე სამ დღე; ითხოვეს.

Line of edition: 12 
   მშჳდობა და მოსცეს // სამშჳლდე. ხოლო მოსრულ იყვნეს ორნი ერის-თავნი სომეხთა
Line of edition: 13 
   მეფისანი: ლუკიის ერის-თავი და კაქვაქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა
Line of edition: 14 
   სუმბატ, ძმა კჳრიკესი: ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარსა. ხოლო შეეწყალნეს ბაგრატ
Line of edition: 15 
   მეფესა: მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი თჳნიერ სამშჳლდისა; და არ-ცა
Line of edition: 16 
   სხუანი ციხეთა-უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშვნა, არამედ სამშჳლდე ოდენ იურვა
Line of edition: 17 
   სახლად თჳსად, და ეგრეთ-ვე მონებდეს სომეხნი.

Line of edition: 18 
   {მას ჟამსა ოდეს თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობა. ითხოვა ბაგრატ მეფისაგან,
Line of edition: 19 
   რათა მოსცეს ასული მისი მართა [და] შვილად თჳსად აღზარდოს. ხოლო მეფემან ბაგრატ
Line of edition: 20 
   სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი თჳსი მართა კაცთა თანა საკუთართა თჳსთა
Line of edition: 21 
   ხოლო მათ დღეთა შინა, განგებითა საღმრთოთა, თეოდორა დედოფალი აღესრულა, და
Line of edition: 22 
   მას-ვე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი, მუნ იყო; და წმიდა-ცა ესე მამა ჩუენი
Line of edition: 23 
   გიორგი
Line of edition: 24 
   მთა-წმიდელი მუნ-ვე იყო მიზეზითა რა-მე საქმეთათა. ხოლო, ვითარ-ცა ვთქუთ, მი-რა-იცვალა
Line of edition: 25 
   თეოდორა დედოფალი მეყუსეულად მართა, ასული ბაგრატისი, სამეუფოდ შემოიყვანეს და,
Line of edition: 26 
   ვითარ-ცა იხილა წმიდამან ამან მართა, სასმენელად ყოველთა წინასწარმეტყუელა და თქუა,
Line of edition: 27 
   ვითარმედ: "უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა".




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.