TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 305

Page of edition: 308 

Line of edition: 1 
   ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი, და კუალად ზე-ვე წარიყვანეს მართა. ხოლო ოდეს მოიწია
Line of edition: 2 
   ჟამი, კუალად მოსთხოვა დუკიცმან და სძლად თჳსად სამეუფოსა ქალაქსა შეიყვანა. იხილეს რა
Line of edition: 3 
   აღსრულებულად, ყოველთა დაუკჳრდა [და] მადლობდეს ღმერთსა. ეგრეთ-ვე მარიამ დედოფალმან
Line of edition: 4 
   რქუა წმიდასა გიორგის, იყო რა იგი აღმოსავლეთს, ვითარმედ: "მამაო, აღესრულა
Line of edition: 5 
   წინასწარმეტყუელება
Line of edition: 6 
   შენი, რა-იგი ოდეს-მე წინასწარმეტყუელე მართასთჳს".}
Line of edition: 7 
   ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თჳსი მართა და შერთო ბერძენთა
Line of edition: 8 
   მეფესა.

Line of edition: 9 
   {ამისა შემდგომად მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი მეფისა, ქალაქით სამეუფოდ
Line of edition: 10 
   ქალაქად ანტიოქიად წარვიდა და მივიდა: რამეთუ ეგულებოდა წარსლვად წმიდად ქალაქად
Line of edition: 11 
   იერუსალემად, ლოცვად და თაყუანის-ცემად წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, და
Line of edition: 12 
   აქუნდა სამეფო ბრძანება თავადსა თანა და პატრიაქსა ანტიოქი[ი]სასა, რათა მოვლითა დიდებითა
Line of edition: 13 
   და პატივითა წარგზავნონ. ხოლო პატრიაქმან და მთავარმან განიზრახეს და გაიგონეს,
Line of edition: 14 
   თანა-ზრახვითა მამისა გიორგისითა, რამეთუ: "არა კეთილად არს აღმოსავალისა მეფეთა დედა
Line of edition: 15 
   რათა-მცა სარკინოზეთს წარვიდა, ვინათგან ცოდვათა ჩუენთაგან იგინი უფლებენ ქუეყანასა მას"
Line of edition: 16 
   და ესრეთ პირითა თჳსისა მოძღურისა გიორგისითა მოაჴსენეს დედოფალსა და წარსლვისაგან
Line of edition: 17 
   დააცხვრეს. ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღმრთისასა ვერ წინა-აღუდგა. მაშინ
Line of edition: 18 
   ევედრა წმიდა გიორგი ბერსა მთა-წმიდელსა, რათა შეიწყალოს სული მისი, ვითარ-ცა შეუწყალებია-ცა,
Line of edition: 19 
   და იღუაწოს ცხოვრებისათჳს მისისა, ვინათგან თჳთ ვერ ღირს იქმნა შესლვად წმიდათა
Line of edition: 20 
   მათ და თაყუანის-საცემელთა ადგილთა, გარნა რათა საფასე იგი, რომელი საგზლად
Line of edition: 21 
   აღეკაზმა, წარიღოს იგი იერუსალემად და გლახაკთა და დავრდომილთა განუყოს წმიდისა მის
Line of edition: 22 
   ქალაქისათა და მონასტერთა მათ წმიდათა, რომელნი შენ არიან გარემოს მისა.}
Line of edition: 23 
   ხოლო შემდგომად ამისსა გაათხოვა დის-წული თჳსი და შერთო სპარსთა მეფესა
Line of edition: 24 
   სულტანსა. და შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი და
Line of edition: 25 
   უგრძნეულად შევიდა ჰერეთად. და მის ქუეყანასა დიდებულნი იყვნეს მორთულ და ერთ-გულ ბაგრატისსა
Line of edition: 26 
   და მას
Line of edition: 27 
   ჟა/მსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისა აღსართან, ძე
Line of edition: 28 
   გაგიკისი. და ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი, და ივლტოდეს კავკასიად.

Line of edition: 29 
   და იყო ბაგრატ გალაშქრებული აღებად კახეთისა, და ლაშქარი მისი / წინა გაგზავნილი იყო
Line of edition: 30 
   ვეჟინის ერის-თავსა თანა წირქუა/ლელსა შემოიქცეს მშჳდობით, და უამბეს
Line of edition: 31 
   შემოსლვა სულტანისა და დაყრა ციხეთა. შემოიქცა სწრაფით და მოვიდა ქუეყანად
Line of edition: 32 
   თჳსად ქართლად.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.