TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 306

Page of edition: 309 

Line of edition: 1 
   ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა მიუძღუანა ძღუენი დიდი, დაუტევა სჯული,
Line of edition: 2 
   დაიცჳთა წინა, აღუთქუა ხარაჯა; და მისცნა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტანმან
Line of edition: 3 
   მას-ვე: და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს, და რომელნი თჳთ აღსართანისთა,
Line of edition: 4 
   მისცნა ყოველნი. და შემდგომად სამისა კჳრისა წარეოემართა აფხაზთა მეფესა ზედა.

Line of edition: 5 
   და მიერთნეს სომეხთა მეფე კჳრიკე, და ტფილელი ამირა, და აღსართან; შემოჰყვეს
Line of edition: 6 
   ქართლს თანა ჯაჭჳთა. გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი
Line of edition: 7 
   ქართლი, თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა, ხოლო ქრონიკონი იყო ორას.

Line of edition: 8 
   ოთხმოცდარვა.

Line of edition: 9 
   და იყო ქართლს შინა პური და ღჳნო / ფრიადი. და დაყო ექუსი კჳრა, და იწყო
Line of edition: 10 
   ოჴრებად და ჴოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და
Line of edition: 11 
   დაარბივეს ვიდრე სუერის-ციხემდე და მოისრა ურიცხჳ სული ქრისტიანეთა და ტყუე
Line of edition: 12 
   იქმნა; და ი/ქმნა საძაგელ ქუეყანა ქართლისა სახილ/ველად კაცთა: მოოჴრდეს ყოველნი
Line of edition: 13 
   ეკლესიანი და სიმრავლითა მძორისათა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თუალნი; და
Line of edition: 14 
   ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცაჲ წამებდა, და სისხლის
Line of edition: 15 
   მწჳმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა; და იქმნა ღამე უკუნი,
Line of edition: 16 
   ვითარ-ცა ნათელი დღისა და იყო ხილვა მისი საშინელი და შესაძრწუნებელი, და
Line of edition: 17 
   არე-არე სისხლის წჳმა ეხილვა კაცთა და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა
Line of edition: 18 
   და მიმართა მთათა, მოსწყდა იგი-ცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა
Line of edition: 19 
   ქართლსა შინა დადგა ლაშქარი, და თჳთ თავადი სულტანი დადგა კარბსა, და მერმე
Line of edition: 20 
   / ჩამოდგა შერთულთა. და აჭირვა სიძნელემან ზამთრისამან და ბუქთა ძლიერთა.

Line of edition: 21 
   და მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ / ძიებად
Line of edition: 22 
   მშჳდობისა. ხოლო სულტანმან შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.