TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 307

Page of edition: 310 

Line of edition: 1 
   და უქადა მშჳდობა. ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერ-ღა-რა მოილოდინა და წარვიდა
Line of edition: 2 
   / ქართლით. და ჩამავალმან წარუღო ტფილისი და რუსთავი, და მისცა ფადლონს,
Line of edition: 3 
   განძისა პ/ატრონსა. არა-თუ მეფეთა ჩუენთა მტერობისათჳს ოდენ ამოსწყჳდა ტფილისი
Line of edition: 4 
   და რუსთავი ამას სამეფოსა, არ-ცა ამისთჳს ქმნა, თუ-მცა იგი ამირანი ორ-გულად
Line of edition: 5 
   დადგომილ იყვნეს კარსა მისსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად
Line of edition: 6 
   ბოროტსა უყოფდიან ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნეს იგინი ძალსა უღმრთოებისა
Line of edition: 7 
   მათისასა, და იყვნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ. და ამის ქართლისა
Line of edition: 8 
   ოჴრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათასი.

Line of edition: 9 
   და წარვიდა სულტანი ქუეყანად თჳსად. და ვითარ-ცა მოიწია არე გაზაფხულისა,
Line of edition: 10 
   შეიქმნა სიმდიდრე წყალთა ძლიერი, და მტკუარი ვერ-ღა-რა ეტია ნადინებსა თჳსსა,
Line of edition: 11 
   მოეფინა ველთა და წარიღო მრავალი სული, რომელი დარჩოეოდა სულტანსა.

Line of edition: 12 
   და ამისა შემდგომად იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯუებასა, და სიახლესა
Line of edition: 13 
   ტ/ფილისისა სადა სად-მე გამოყვანებასა ჴელოსანთასა. და ვითარ-ცა იქმნა გაზაფხული,
Line of edition: 14 
   / გარდამოვიდა მეფე ქართლად და ჩადგა დიდგორთა, რამეთუ საზაფხულო მეფეთა სადგომი
Line of edition: 15 
   არს ადგილი იგი. ხოლო ფადლონ არად შერაცხა დიდგორთა დგომა მეფისა.

Line of edition: 16 
   წარმოემართა ლაშქრითა, ოცდაცამეტი ათასითა კაცითა, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა
Line of edition: 17 
   ვ/ელსა ისნისასა. ხოლო მუნ დაუტევნა კარავნი და აღმოვლო ღამე ყოველ
Line of edition: 18 
   მუხნარისა, და არბივნა ქართლისა ნაპირნი.

Line of edition: 19 
   ხოლო ცნა ტფილისით გაღმართ აფხაზთა მეფემან ქართლისა ვნება, წარმოსლვა
Line of edition: 20 
   ფადლონისი, გამოგზავნა ხილვად ივანე ძე ლიპარიტისი, და ნიანია ძე ქუაბულისი,
Line of edition: 21 
   და მურვან ჯაყელი, ერის-თავი ყუელისა, და მათ თანა სხუანი-ცა აზნაურნი მცირედნი
Line of edition: 22 
   რჩეულითა ლაშქრითა. ხოლო ქართლს ვერ-ღა-რა ჩამოესწრნეს, შექცეულთა გაუსწრეს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.